ანტონიო მასეო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
*ანტონიო მასეო
ესპ. Antonio Maceo Grajales
*14 ივნისი, 1845 — 7 დეკემბერი 1896
Antonio Maceo.jpg
მეტსახელი ბრინჯაოს ტიტანი
დაბ. ადგილი სანტიაგო-დე-კუბა
გარდაცვ. ადგილი პუნტა ბრავა
ბრძოლები/ომები ათწლიანი ომი

ანტონიო მასეო (ესპ. Antonio Maceo Grajales, დ. 14 ივნისი, 1845, სანტიაგო-დე-კუბა — გ. 7 დეკემბერი 1896 წელი, პუნტა ბრავა) — კუბის დამოუკიდებლობისათვის ესპანელი კოლონიზატორების წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ვენესუელი გლეხისა და შავკანიანი კუბელის ოჯახში. იყო წარმატებული მეწარმე და ფერმერი.

ათწლიანი ომის დასაწყისში (186878) შეუერთდა მეამბოხეთა არმიას მამასთან და ძმებთან ერთად. ხუთი თვის განმავლობაში მასეომ გაიარა გზა რიგითიდან მეთაურამდე (მაიორი) და შემდეგ 1878 წელს მიიღო განმანთავისუფლებელი არმიის გენერალ-მაიორის წოდება. ანტონიო მასეომ მონაწილეობა მიიღო ხუთასამდე ბრძოლაში. კანის ფერის და ფიზიკური ძალის გამო თანამებრძოლებმა მას ბრინჯაოს ტიტანი (ესპ. El Titan de Bronce) შეარქვეს.)[1]. ომის შემდეგ ის დევნილობაში იყო ამერიკაში სხვადასხვა ქვეყნებში (ჰაიტიში, იამაიკაში, კოსტა-რიკაში) და ემზადებოდა კუბაში ახალი აჯანყებისათვის.

1895 წლის აპრილში ხოსე მარტიმ და სხვა პატრიოტებმა დაიწყეს შეიარაღებული ამბოხება ესპანელების წინააღმდეგ. მასეო მაკსიმო გომესთან ერთად მეთაურობდა ამბოხებულთა ძალებს ორიენეტეს პროვინციაში, ხოლო სექტემბერში გახდა განმანთავისუფლებელი არმიის სარდალის მოადგილე.

1896 წლის 7 დეკემბერს მასეო მოკლეს სან-პედროსთან ახლოს, სადაც ის მიემართებოდა თანამებრძოლთა მცირე დანაყოფთან ერთად, როდესაც ესპანელებმა გაუხსნეს ინტენსიური ცეცხლი. მასთან ერთად დაიღუპა მისი შვილი, რომელიც ცდილობდა მის გამოყვანას.


[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Foner, Philip Sheldon (1978). Antonio Maceo: The "Bronze Titan" of Cuba's Struggle for Independence. Monthly Review Press. 
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე