ანტი აარნე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Antti Amatus Aarne

აარნე (Aarne) ანტი ამატუს (დ. 5 დეკემბერი, 1867, ბიერნებორგი — გ. 5 თებერვალი, 1925, ჰელსინკი), ფინელი ფოლკლორისტი, ე. წ. ფინეთის ისტიტუტი-გეოგრაფიული სკოლის წარმომადგენელი ფოლკლორისტიკაში. დაამუშავა შედარებითი მეთოდის ტექნიკური ხერხები, მოგვცა მისი გამოყენების ნიმუშები ზღაპრების, გამოცანებისა და სიმღერების შესწავლისას. მოახდინა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების კლასიფიკაცია (საძიებლის სახით), რომელიც ფართოდ გავრცელდა ფოლკლორისტიკაში. ეს კლასიფიკაცია, ისე როგორც აარნეს თეორიულ-მეთოდოლოგიური დებულებები, ზღაპრების მარტოოდენ სიუჟეტური სქემების ანალიზს ეფუძნება, უგულებელყოფს მათს იდეურ-მხატვრულ არსს და თავისებურებებს.

[რედაქტირება] ძირითადი ნაშრომები

  • "ზღაპრის ტიპების საძიებლი" (1910)
  • "სახელმძღვაინლო მითითებანი ზღაპრების შედარებითი კვლევისათვის" (1913)
  • "ზღაპრების შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა" (1914)
  • "გამოცანების შედარებითი შესწავლა" (ტ. 1-3, 1918).

ეს ნაშრომები გერმანულ ენაზე აქვს დაწერილი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 10, თბ., 1975


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე