ანრი IV (სტილი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვოგეზთა მოედანი პარიზში.

ანრი IV-ის სტილი — წამყვანი არქიტექტურული სტილი საფრანგეთში ანრი IV-ის მმართველობის პერიოდში (1589–1610).

პარიზის მოდერნიზაცია ანრის მთავარი მიზანი იყო და ვოგეზთა მოედანი მისი არქიტექტურული სტილისა და ქალაქგეგმარების უდიდესი მონუმენტია. ანრის სხვა ნამუშევართა შორისაა ახალი ხიდი (Pont Neuf), დოფენის მოედანი (Place Dauphine) და ფონტენბლოს სასახლის ზოგიერთი აღდგენითი სამუშაოები. ბრიტანეთის ენციკლოპედიის მიხედვით ეს სტილი აღწერილია ამგვარად: „ანრი იყო დიდი კონცეფციის ადამიანი, რომელიც დეტალებში თავს არ კარგავდა,“[1] რაც მიუთითებს მის ყურადღებას მასშტაბურობაზე დეტალებში თავისუფალი ვარირებით.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ანრი IV-ის სტილი. (2008). Encyclopædia Britannica. წაკითხულია 2008 წლის 1 მაისს, ბრიტანეთის ენციკლოპედიის ონლაინ ვერსია: http://www.britannica.com/eb/article-9040060