ანონიმი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანონიმი
მშობ. სახელი: ფრანგ. Île Anonyme
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 04°39′55″ ს. გ. 55°31′22″ ა. გ. / 4.6652917° ს. გ. 55.5229278° ა. გ. / -4.6652917; 55.5229278
ფართობი 0,096 კმ²
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი პუანტ-ლა-რუ
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
ანონიმი (კუნძული) — ინდოეთის ოკეანე
ანონიმი (კუნძული)

ანონიმი (ფრანგ. Île Anonyme) — კუნძული ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, რომელიც შედის სეიშელის შიდა კუნძულები შემადგენლობაში, ეკუთვნის სეიშელის კუნძულების სახელმწიფოს.

კუნძული ანონიმი იმყოფება სეიშელის კუნძულების პრეზიდენტის ქალიშვილის კერძო მფლობელობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს კუნძულ მაეს აღმოსავლეთ სანაპიროდან 700 მეტრში. კუნძულის ფართობია 40 აკრი (0,096 კმ²). გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით.

ხმელეთის ამ პატარა ნაწილში არსებობს პალმის ნარგავები, ხშირი ტროპიკული ტყეები, საშუალო ზეგნები, გამოქვაბულები და თეთრქვიშიანი მყუდრო უბეები.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის კლიმატისუბეკვატორული ზღვისაა. ოკეანე და იქიდან ნაქროლი ქარი დიდ გავლენას ახდენს ამინდზე და ეს იცავს მას ძლიერი სიცხისაგან. აქ მთელი წლის განმავლობაში ზაფხულია, ტემპერატურა იშვიათად ეცემა + 25 °C-ზე დაბლა. წვიმა მოდის დეკემბრის დასაწყისიდან თებერვლის შუამდე, რომელიც როგორც წესი ძლიერია, მაგრამ მოკლე ხანს გრძელდება. წყალი თბილია მთელი წლის განმავლობაში, წყლის ტემპერატურა არ ეცემა + 28 °C-ზე დაბლა.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე არსებობს მეტად საოცარი მცენარეულობა, რომლებიც სხვაგან არსად არ იზრდება. ამას გარდა, ბინადრობენ დიდი კუები, რომელთა ასაკი აღწევს დაახლოებით 200 წელს. სექტემბერში ეს ცხოველები დებენ კვერცხებს, ხოლო მარტში შესაძლებელია ვნახოთ ახალდაბადებული კუების შთამომავლები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულმა თავისი სახელი მიიღო აფრიანი გემისგან, რომელიც ასრულებდა რეისს მავრიკისა (ილ-დე-ფრანსი) და რეიუნიონის (ბურბონი) კუნძულებს შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]