ანკონის პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | მარკეს რეგიონში |
| მოიცავს | 40 კომუნას |
| ადმინ. ცენტრი | ანკონა |
| მოსახლეობა (2008) | 474 630 კაცი |
| სიმჭიდროვე | 244.7 კაცი/კმ² |
| ფართობი | 1 940 კმ² |
| სატელეფონო კოდი | 60100 |
| საფოსტო ინდექსები | 071 |
| ავტომ. სანომრე ნიშნები | AN |
| Province of Ancona | |
ანკონის პროვინცია (იტალ. Provincia di Ancona) — პროვინცია იტალიაში, მარკეს რეგიონში. დედაქალაქია ანკონა. პროვინციის ფართობი 1 940 კმ²-ია, მოსახლეობა 474 630 (2008). შედგება 49 კომუნისგან.
პროვინცია გადაჭიმულია ადრიატიკის ზღვიდან აღმოსავლეთით, აპენინის მთებამდე. მისი რელიეფი თანდათანობით მაღლდება და გადადის უფრო მთიანში. მოსახლეობა ძირითადად თავმოყრილია სანაპირო ზოლში და დაახლოებით მეოთხედი თავს იყრის დედაქალაქ ანკონაში.
პროვინციის სანაპიროს ქვიშიანი პლაჟები უფრო მეტად თვით იტალიელებშია პოპულარული, ვიდრე უცხოელებში. შიდა ნაწილი, ცენტრალური რეგიონი გამოიყენება მიწათმოქმედებისათვის, აწარმოებენ თეთრ და წითელ ღვინოებს, ყურძნის სხვადასხვა სახეობებისგან. მთიანი ნაწილი უღრან ტყეებს უჭირავს, სადაც იზრდება სოკო შავი ტრიუფელი, რომელიც ბაზარზე საკმაოდ პოპულარულია.
კომუნები [რედაქტირება]
ცხრილში მოცემულია პროვინციის ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
| კომუნა | მოსახლეობა | ფართობი კმ² |
|---|---|---|
| ანკონა | 102 047 | 123,71 |
| სენიგალია | 44 536 | 115,77 |
| ეზი | 40 410 | 107,72 |
| ოზიმო | 32 599 | 105,42 |
| ფაბრიანო | 31 745 | 269,61 |
| ფალკონარა-მარიტიმა | 27 964 | 25,46 |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (იტალიური)
|
||||||||