ანკარა (გვარი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ანკარები | ||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix)
|
||||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||||||
| Natrix | ||||||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||||||
ანკარა (Natrix), გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. ახასიათებთ გრძელი, ჩამოსხმული სხეული, მისგან გამოყოფილი თავი, რომელიც დაფარულია 9 მსხვილი, სიმეტრიულად განლაგებული ფარით. ნეკნების გასწვრივ გააჩნიათ ქერცლები. თავი მკვეთრადაა გამოყოფილი კისრისაგან, გუგები - მრგვალია. ზედა კბილები იზრდება ხახისაკენ. ცხოვრების წესით დაკავშირებულნი არიან წყალთან. იკვებებიან ქვეწარმავლებით, თევზებით, ქვემძრომებით, ამფიბიებით. მსხვერპლს ყლაპავენ ცოცხლად. კვერცხმდებლებია. აერთიანებს 3 - 5 სახეობას. მათგან საქართველოში გვხვდება - 2: წყლის ანკარა (Natrix tessellata) და ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix).
სახეობები:
- Natrix flavifrons
- Natrix maura - გველგესლასებრი ანკარა
- Natrix megalocephala - ევროპული დიდთავა ანკარა
- Natrix natrix - ჩვეულებრივი ანკარა
- Natrix tessellata - წყლის ანკარა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 1, გვ. 467, თბ., 1975
სტატიის