ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი

მუზეუმის ერთ-ერთი სიმბოლო, ტლალოკის ქანდაკება, სიმაღლე 7 მ, წონა 167 ტონა, ნაპოვნია 1940-იან წლებში მეხიკოს შტატში.
დაარსდა 1825
მდებარეობა პარკი ჩაპულტეპეკი, მეხიკო
ვიზიტორები ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი
დირექტორი ფილიპე სოლისი

ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი (ესპ. Museo Nacional de Antropología) — მექსიკის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო მუზეუმი. მდებარეობს მეხიკოში, ჩაპულტეპეკის პარკში. მეზეუმი შეიცავს კოლუმბამდელი პერიოდის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის უნიკალურ კოლექციას, რომლებიც ნაპოცნია მექსიკის ტერიტორიაზე.

ზოგჯერ შეცდომით მიიჩნევენ, რომ მისი სრული დასახელებაა ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმი. ეს გამოიწვია იმან, რომ მასთან ახლოს მდებარეობს ისტორიის ეროვნული მუზეუმი, თუმცა ის ცალკე დაწესებულებაა და შეისწავლის პერიოდს კონკისტადან დღევანდელ დღემდე. ასევე ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ადმინისტრაციული ორგანი, რომელიც ორივე მუზეუმს მართავს, ატარებს სახელს „ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტი“ (ესპ. Instituto Nacional de Antropología e Historia). თუმცა მუზეუმის ოფიციალური სახელია: ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი.

მიზნები[რედაქტირება]

ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმის მიზნები:

  • კოლუმბამდელი პერიოდის კულტურისა და მექსიკის ხალხების თანამედროვე კულტურის პოპულარიზაცია.
  • გამოფენების, კონფერენციებისა და ექსკურსიების ორგანიზებით მექსიკის ანთროპოლოგიის შესახებ ცნობების გავრცელება;
  • მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ძეგლების შენახვა, აღწერა და რესტავრაცია;
  • მექსიკის კულტურული ღირსების გაზრდა სხვადასხვა გამოკვლევების, პუბლიკაციებისა და მათი შედეგების პოპულარიზაციის გზით.

დარბაზები[რედაქტირება]

მუზეუმის ექსპოზიცია შედგენა ორი მსხვილი სექციისგან. არქეოლოგიური სექცია იკავებს პირველ სართულს, მეორე სართულზე კი მდებარეობს ეთნოგრაფიული სექცია.

მებრძოლი-იაგუარი, კედლის ფერწერის ფრაგმენტი, ოლმეკების კულტურა

ანთროპოლოგიაზე მიძღვნილი დარბაზები განლაგებულია ცენტრალური ეზოს გარშემო. მარჯვნიდან მარცხნივ ისინი მიდიან აცტეკების დარბაზამდე ქრონოლოგიური წესრიგში, ოახაკას დარბაზიდან კი, წესრიგი შეესაბამება გეოგრაფიულ მდებარეობას.

დარბაზების თემატიკა :

ექსპონატები[რედაქტირება]

მუზეუმის კრებულში შედის მსოფლიოში ცნობილი მრავალი ექსპონათ, მაგალითად მზის ქვა, რომელსაც აცტეკების კალენდარს უწოდებენ, ტაბასკოსა და ვერაკრუსის ჯუნგლებში ნაპოვნი ოლმეკების გიგანტური ქვის თავები, მაიას ცივილიზაციის განძი ჩიჩენ-იცასა და პალენკედან.

გარდა ამისა, მუზეუმში ტარდება გამოფენები, რომლებიც ძირითადად მიძღვნილია მსოფლიოს სხვა დიდ კულტურებზე. ამ გამოფენების თემას წარმოადგენდნენ: სპარსეთი, საბერნეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, ესპანეთი. მუზეუმის ექსპონატები

გალერეა[რედაქტირება]

სურათები განლაგებულია ექსპოზიციების შესაბამისად. ფრჩხილებში მითითებულია დარბაზების დასახელება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]