ანდჰრას სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანდჰრას სამეფო — აღმოსავლეთ ინდოეთში სამეფო, ძვ. წ. 221 - ახ. წ. 631 წლებში.

დეკანი (სამხრეთ ინდოეთი) ადრე გაყოფილი იყო ჩრდილო ინდოეთისგან ვინდხრას მთებით და ჯუნგლებით, რის სედეგადაც ეს რეგიონები სხვადასხვა გზებით ვითარდებოდნენ. ირანულ ენოვანი არიული ტომები, რომლებიც ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ, სამხრეთით თითქმის ვერ აღწევდნენ. ძირითად მოსახლეობას აქ მუქკანიანი დრავიდები წარმოედგენდნენ.

ძვ. წ. VI - V საუკუნეებში მათ შექმნეს სამეფოები: კალინგას სამეფო, ანდჰრა და აშმაკას სამეფო. შემდგომში, როდესაც ჩრდილო ინდური მაგადხას სამეფო დაწინაურდა, მათი ძალაუფლება დეკანზეც გავრცელდა. მაგადხეს, ნანდების დინასტიის მმართველობის პერიოდში, დაემორჩილა კალინგა, ხოლო მაურიების პერიოდში დეკანა იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა. ამ პერიოდში რეგიონში შემოაღწია ჩრდილო ინდურმა კულტურამ და დამწერლობამ, ბუდიზმმა და ჯაინიზმმა.

მაურიების დაქვეითებას მოყვა ადგილობრივი დინასტიების დაწინაურება და პროვინციების გამოყოფა. ამ დროს აღმოსავლეთ დეკანში დაწინაურდა ანდჰას სამეფო, სადაც სათავახანების დინასტია გაბატონდა. ამ მეფეთა ქრონოლოგია არეულია და არაა ნათელი. მათი ბატონობის დასაწყისი ფართოდ ვარირებს. აქ აღებულია ბალარამამურტის თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ეს დინასტია გაბატონდა ძვ. წ. 221 წელს, თუმცა არსებობს სხვა თვალსაზრისებიც.

ამ მეფობის ისტორიის აღდგენა არარეალურია. ცბნობილია მხოლოდ მეფეთა სახელების ჩამონათვალი. პურანების თანახმად, დინასტიის დამაარსებელი ვინმე სიმუკა იყო. პირველი სამი მეფის დედაქალაქი იყო პრატიშტხანა, შემდეგ მან ტელენგანეს რომელიღაც ცენტრსი გადაინაცვლა. ხოლო მეფობის ბოლო ათწლეულებში დედაქალაქი იყო დჰანიაკატაკამი.

განსაკუთრებით დაწინაურდნენ ანდჰრები მეების სატარკანის, ხალას და გოტამიპუტრა სატაკარნის მეფობისას. ამ უკანასკნელის მეფობისას ადჰრები ბატონობდნენ მთელს დეკანაში, ნახევარკუნძულის სამხრეთი კიდის გარდა. ამ სამეფოში აღსანიშნავია კარგი გზები. მეფეები კეთილგანწყობილნი იყვნენ ბუდიზმის მიმართ, ამ რიგად ამ რელიგიამ გავრცელება ჰპოვა აღმოსავლეთ დეკანაში. იაჯნა სრი სატაკარნის დროს სათავახანების სამეფო სწრაფად დასუსტდა და დაახ. 224 წელს აღმოსავლეთ დეკანასი იკშვაკების დინასტია გაბატონდა.

სათავახანების დინასტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(ძვ. წ. 221 - 224 წწ.)

იკშვაკების დინასტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრი სანტამულა I
220 - 240
 
 
 
 
 
ვირაპუტურუშადატა
240 - 260
 
 
 
 
 
სრი სანტამულა II
260 - 284
 
 
 
 
 
რუდრაპურუშადატა
284 - 295

იკშვაკების სამეფოს თავდაპირველი ცენტრი იყო ქალაქი ვიჯაიაპური, თანამედროვე ნაგარჯუნკონდას მახლობლად. შემდეგ სამეფომ ბენგალის ყურისკენ გადაინაცვლა, სამხრეთით ქალაქი ნელურიდან, ჩრდილოეთით მდინარე გოდავარიმდე.

დინასტიის პირველი წარმომადგენელი - სანტამულა I სავარაუდოდ იყო პულუმვარის ვასალი ან არმიის მხედართმთავარი. მან გააფართოვა სამეფოს საზღვრები. ხოლო შიდა საქმეებიდან ცნობილია მისი ვაჟის ვირაპუტურუშადატას წარწერიდან კლდეზე, სადაც იგი მამაზე წერს, რომ იგი ეხმარებოდა გაჭირვებულებს, და აითვისა აუთვისებელი მიწები.

მიუხედავად იმისა რომ იკშვაკები ბრახმანიზმის მიმდევრები იყვნენ, მათი მეფობის პერიოდში ანდჰრა რჩებოდა ბუდიზმის ერთ-ერთ ცენტრად. ვიჯაიაპურში იყო ერთგვარი უნივერსიტეტი-მონასტერი, სადაც სასწავლებლად ჩამოდიოდნენ ბერები მთელი ბუდისტური სამყაროდან.

დაახ. 295 წელს იკშვაკების სამეფო დაიპყრო სამხრეთ ინდურმა პალავების სამეფომ. პალავები ინდუისტები იყვნენ და სასტიკად ებრძოდნენ ბუდისტურ კულტურას. ვიჯაიაპური დაანგრიეს, მონასტერი დაშალეს და ბუდისტური არქიტექტურის მრავალი ძეგლი გაანადგურეს.

სალანკაიანების დინასტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
 
 
ხასტივარმან I
300 - 310
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ნანდივარმან I
310 - 325
 
ვაჯაიადევარმანი
325 - 340
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ხასტივარმან II
340 - 370
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სკანდავარმან I
370 - 400
 
 
 
 
 
 
 

სალანკაიანების დინასტია გაბატონდა იკშვაკების დაცემის შემდეგ და დაახლოებით 100 წელი ბატონობდა გოდვარისა და კრიშნას შორის. მათი დედაქალაქი იყო ვენგი

ვიშნუკინდების დინასტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
ვიკრამენდრავარმან I
500 - ?
 
 
 
 
 
 
 
გოვინდავარმანი
? - 535
 
 
 
 
 
 
 
მანდჰავარმანი
535 - 585
 
 
 
 
 
 
 
ვიკრამენდრავარმან II
585 - 590
 
 
 
 
 
 
 
ინდრავარმანი
590 - 620
 
 
 
 
 
 
 
ვიკრამენდრავარმან III
620 - 631
 

ვიშნუკინდები წარმოშვებით ვინუკონდიდან იყვნენ. ამ დინასტიის ყველაზე ცნობილი მეფეა მანდჰავარმანი. მის დროს დედაქალაქი იყო ვიჯაიავადა. დაახლოებით 630 წელს ანდჰრას სამეფო დაიპყრო ჩალუკებმა, რომლებიც ბატონობდნენ აღმოსავლეთ დეკანში 500 წლის მანძილზე.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6