ანდრომედა (მითოლოგია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ანდრომედა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ანდრომედა (მრავალმნიშვნელოვანი).
პოლ გუსტავის ანდრომედა

ანდრომედა (ძვ. ბერძნ. Ἀνδρομέδα) — ძველბერძნულ მითოლოგიაში[1] ეთიოპიის მეფის, კეფეოსის ფა კასიოპეას ქალიშვილი.[2]. ანდრომედამ თავისი სილამაზით გააბრაზა პოსეიდონის ქვეშევრდომები - ნერეიდები, რომლებიც მიმართეს პოსეიდონს და მან ეთიოპიაზე გველეშაპი გაუშვა. გველეშაპის მოშორების ერთადერთი პირობა იყო მისთვის ანდრომედას შეწირვა. ანდრომედა კლდეს მიაჯაჭვეს და გველეშაპს დაუტოვეს, იგი გადაარჩინა პერსევსმა, რომელიც მფრინავი სანდლებით სახლში ბრუნდებოდა. მან გველეშაპს მედუზა გორგონას თავი უჩვენა და გაქვავებული ურჩხული წყალში ჩავარდა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Мифы народов мира. М., 1991-92. В 2 т. Т.1. С.82; Любкер Ф. Реальный словарь классических древностей. М., 2001. В 3 т. Т.1. С.106
  2. Псевдо-Аполлодор. Мифологическая библиотека II 4, 3-5
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: