ანდრია მერზლიკინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია მერზლიკინი
Андрей Мерзликин
Andrey Merzlikin 3 November 2010.jpg
დაბ. სახელი ანდრია ილიას ძე მერზლიკინი
დაბ. ადგილი კოროლიოვი, რუსეთი
დაბ. თარიღი 24 მარტი 1973
საქმიანობა მსახიობი
წლები 1997–დღემდე
საიტი an-merzlikin.narod.ru
merzlikin.ucoz.com

ანდრია ილიას ძე მერზლიკინი (რუს. Мерзликин, Андрей Ильич; დ. 24 მარტი 1973) — რუსი კინოსა და თეატრის მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ანდრია მერზლიკინი დაიბადა 1973 წლის 24 მარტს ქალაქ კოროლიოვში. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა პროფესიად კოსმოსური მანქანათმშენებლობა აერჩია. შედეგად დაეუფლა რადიოტექნიკას, თუმცა ამ მიმართულებით მას არ უმუშავია. 90-იანი წწ. დასაწყისში ქვეყანა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა და კოსმოსური მიმდინარეობა გარკვეული დროით მივიწყებულ იქნა. ამიტომ მერზლიკინმა შეცვალა თავის პირვანდელი გადაწყვეტილება და ამიერიდან პროფესიად ეკონომისტობა აირჩია.

პარალელურად სწავლობდა ს. გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგრაფიულ უნივერსიტეტში. სწავლების პერიოდში მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში „როგორ გავატარე ზაფხული“. თავდაპირველად მერზლიკინი შეუჩნეველი რჩებოდა, თუმცა გარემოება მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც 2003 წელს გამოვიდა გახმაურებული კინოფილმი „ბუმერი“, სადაც დიმონის სახე განასახიერა.

2003-2006 წწ. პერიოდში მერზლიკინმა მრავალრიცხოვან ფილმებსა თუ სერიალებში მიიღო მონაწილეობა. მისი კინოროლებიდან აღსანიშნავია ასევე: „ცხელი ამბები“, „ბუმერი 2“, „დაკარგულები“ და სხვ.

ამჟამად ანდრია მერზლიკინი აქტიურად ღებულობს მონაწილეობას როგორც სპექტაკლებში, ისე კინოფილმებში.

ამპლუა: დრამა, კომედია.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • ანდრია მერზლიკი სიმაღლეში 1.81 სმ-ია;
  • მეუღლე ანა მერზლიკინა;
  • ჰყავს ორი შვილი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]