ანდრე კოლინგბა
| ანდრე კოლინგბა | ||
| ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1 სექტემბერი, 1981 – 22 ოქტომბერი, 1993 | ||
| წინამორბედი | დავიდ დაკო | |
| მემკვიდრე | ანჟ ფელიქს პატასე | |
|
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1 სექტემბერი, 1981 – 22 ოქტომბერი, 1993 | ||
| წინამორბედი | სიმონ ნარცის ბოზანგა | |
| მემკვიდრე | ედუარდ ფრანკი | |
|
|
||
| დაბადებული | 12 აგვისტო, 1935 ბანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
|
| გარდაცვლილი | 7 თებერვალი, 2010 პარიზი, საფრანგეთი |
|
ანდრე კოლინგბა (ფრანგ. André Dieudonné Kolingba; დ.12 აგვისტო, 1935, ბანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა — გ. 7 თებერვალი, 2010, პარიზი, საფრანგეთი) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1981-1993 წწ.
ხელისუფლებაში მოვიდა სახელმწიფო გადატრიალების გზით 1981 წლის 20 სექტემბერს, პრეზიდენტ დავიდ დაკოს დამხობის შემდეგ. მისი მმართველობის დროს ქვეყანაში დაბრუნდა ყოფილი დიქტატორი ჟან ბედელ ბოკასა, რომელიც დაპატიმრეს და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.
1992 წელს ჩაატარა მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც დამარცხდა და უარყო მისი შედეგები. 1993 წელს ხელახლა ჩაატარა არჩევნები, ამჟამად მისი შედეგები სცნო და ხელისუფლება გადასცა ახლადარჩეულ პრეზიდენტს ანჟ ფელიქს პატასეს. გადადგომის შემდეგაც ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის პოლიტიკაში.
2003 წელს ოფიციალური ბოდიში მოიხადა ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებული შეცდომების გამო.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||||