ანდრე დერენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრე დერენი

ანდრე დერენი (ფრანგ. André Derain; დ. 10 ივნისი, 1880, შატუ — გ. 8 სექტემბერი, 1954, გარში) — ფრანგი ფერმწერი, სწავლობდა პარიზში, იყო ე. კარიერის მოწაფე, შემდგომ ჟიულიანის აკადემიაში (1904). 1905-1906 წლებში ფოვიზმის მიმდევარია. ხატავდა დაძაბული რიტმის პეიზაჟებს, რომელშიც დეკორატიულ ეფექტს ფერების დიდი და სუფთა ლაქების კონტრასტების ინტენსიური ღერით აღწევდა. 1908 წლიდან პოლ სეზანისა და ადრეული კუბიზმის გავლენით დერენის ფერწერამ ცვლილება განიცადა. მის ტილოებში კომპოზიცია გახდა რაციონალურად მკაფიო, ფორმა სადა და წონადი, კოლორიტი თავშეკავებული. 1910-იან წლებში დერენის სურათები, რომლებიც მოსაწყენ, ერთფეროვან, პროვინციულ ყოფას ასახავს, პირქუშია. 1920 წლიდან დერენმა მიმართა მკაცრ კლასიკურ ნახატს, რაც ხშირად მშრალი და ცივი სტილიზაციით გამოიხატებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]