ანდრეას გრიფიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეას გრიფიუსი

ანდრეას გრიფიუსი
დაბადების სახელი ანდრეას გრაიფი
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი 1616
გლოგაუ
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი 1664
გლოგაუ
ეროვნება გერმანელი
პროფესია პოეზია
დრამატურგია

ანდრეას გრიფიუსი (გერმ. Andreas Gryphius; დ. 11 ოქტომბერი, 1616 — გ. 16 ივლისი, 1664) — გერმანელი პოეტი და დრამატურგი. ბაროკოს წარმომადგენელი. 30-წლიანი ომის შედეგად გამოწვეული გულგატეხილობა და პესიმიზმია გადმოცემული მის სონეტებში, სატირებში, ოდებში, ეპიგრამებსა და ლათინურ ენაზე დაწერილ სასულიერო საგალობლებში. გრიფიუსის ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია სონეტი „სამშობლოს ცრემლები“ (1636), კომედიები „Absurda comica ანუ ბატონი პეტერ სკვენცი“ (1657), „გამიჯნურებული ვარდი“ (1660), „ჰორიბილიკრიბრიფაქსი“ (1663), ისტორიული ტრაგედიები „ლეო არმენიუსი ანუ თავადის მკვლელობა“ (1646), „კარდენიო და ცელინდე“ (დაახლოებით 1643, გამოქვეყნდა 1657), „მოკლული უდიდებულესობა ანუ კაროლუს სტუარდუსი“ (1649), საქართველოს თემაზე დაწერილი ხუთმოქმედებიანი გალექსილი ტრაგედია „ქართველი ქალი ეკატერინე, ანუ ნაცადი სიმტკიცე“ (1646-1648, გამოქვეყნდა (1657), სადაც აღწერილია ირანის წინააღმდეგ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ერთი ეპიზოდი.

Lyrische Gedichte (1880)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაშქარაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 275.
  • ხავთასი გ., ნარკვევები გერმანული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1 თბ., 1953;
  • Бибичадзе А. А., Грифиус и его трагедия "Королева Грузии Катарина", Тб., 1950;
  • Flemming W., A. Gryphius....Stuttg. — [u. a.], 1965 (имеется библ.);
  • Szyrocki М., A. Gryphius... Tübingen, 1964 (აქვს ბიბლიოგრაფია).