ანდალუსიის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდალუსიის მთები
ანდალუსიის მთები, მულასენი
ანდალუსიის მთები, მულასენი
კოორდინატები: 37° ჩ. გ. 3° დ. გ. / 37° ჩ. გ. 3° დ. გ. / 37; -3
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
უმაღლესი წერტილი მულასენი
სიმაღლე 3478 
სიგრძე 630 კმ
ანდალუსიის მთები — ესპანეთი
ანდალუსიის მთები

ანდალუსიის მთები, ბეტის კორდილიერა — მთათა სისტემა სამხრეთ ესპანეთში, პირენეს ნახევარკუნძულის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ. სიგრძე დაახლოებით 630 კმ. შედგება რამდენიმე ქედისა და მასივისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია მთათაშუა ქვაბულებით და ხეობებით. მაქსიმალური სიმაღლე 3478 მ (მწვერვალი მულასენი, სიერა-ნევადის ქედზე, პირენეს ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილი). აგებულია კრისტალური და კარბონატული ქანებით. განვითარებულია რელიეფის კარსტული ფორმები, ჰავა — ხმელთაშუა ზღვისაა. ფერდობები შემოსილია მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ტყეებითა და ბუჩქნარებით. ქვაბულებსა და ზღვის სანაპიროზე გაშენებულია ზეთისხილის, ციტრუსების პლანტაციები, ვენახები, ხარობს ფინიკის პალმა. არის რკინის მადნის საბადოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]