ანგუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტომის წარმომადგენელი 1931 წელს

ანგუ, ან კუკუკუკუ — მეომარი ტომი, რომელიც ცხოვრობდა პაპუა ახალი გვინეის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, ტომი ხშირად უტევდა მოწინააღმდეგის უფრო ძლიერ ძალებს და ხშირად ლაშქრავდა ველზე მცხოვრებ მშვიდობიან ტომებს[1].

ანგუს ტომის ხალხი ატარებდა ბალახისაგან დამზადებულ კაბას, ტყავის ჩანთასა და ლაბადას, რომელსაც ხშირად ბეწვით იყო დაფარული ცივი მაღალმთიანი რეგიონის გამო[1].

ანგუს შესახებ თავისი შთაბეჭდილება დატოვა ჯ. კ. მალარტიმ წიგნში ჩემი წლები ახალ გვინეაში.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Lightbody, Mark; Wheeler, Tony (1985). Papua New Guinea: a travel survival guide, 3, Lonely Planet, გვ. 89–90. ISBN 0-908086-59-8. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ანგუ&oldid=2479150“-დან