ანგელოსის თმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანგელოსის თმა შეარქვეს სუბსტანციას, რომელიც თვითმხილველთა თქმით გადმოყრილ იქნა მფრინავი თეფშიდან. აღწერისას მას ადარებენ ნივთიერებას, რომელიც წააგავს ობობის ქსელს ან ჟელეს. მის შესახებ ცნობები უკავშირდება აგრეთვე ღვთისმშობლის გამოცხადებასაც.

ამგვარი სახელი მას უწოდეს თხელი თმისა და ობობის ქსელისადმი მსგავსების გამო. ამბობენ, რომ ანგელოსის თმა ფორმირების შემდეგ მალევე ორთქლდება და იშლება. ერთ-ერთი თეორიის თანახმად ეს არის იონიზირებული ჰაერისა და ელექტრომაგნიტური ველის ნალექი, რომელიც გარს აკრავს ამოუცნობ მფრინავ ობიექტს. ესაა რაელიზმის მნიშვნელოვანი ასპექტი.

ამო[რედაქტირება]

უკვე მრავალი მოხსენება გაკეთდა მთელ მსოფლიოში ანგელოსის თმების ჩამოცვენის შესახებ.

ამის შესახებ იუწყებოდნენ 1917 წლის 13 სექტემბერსა და ოქტომბერში მომხდარი ე.წ. ფატიმას საოცრების დროს.

ყველაზე ცნობილია შემთხვევათა მოხდა 1952 წელს ოლორონში, საფრანგეთი.

1954 წლის 27 ოქტომბერი. ჯენარო ლუცეტი და პიეტრო ლასტრუჩი იდგნენ ვენეციაში, წმინდა მარკოზის მოედანზე განლაგებული სასტუმროს აივანზე, როდესაც ცაზე დაინახეს ორი მფრინავი მანათობელი სხეული, რომლებიც ტოვებდნენ კვალს ანგელოსის თმებისაგან.

პორტუგალიის ქალაქ ევორაში 1959 წლის 2 ნოემბერს ანგელოსის თმები შეგროვებულ და მიკროსკოპში გაანალიზებულ იქნა ჯერ ადგილობრივი სკოლის დირექტორის, შემდეგ კი შეიარაღებული ძალების ტექნიკოსთა და ლისაბონის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ.