ანა პოლიტკოვსკაია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანა პოლიტკოვსკაია (რუს. Анна Степановна Политковская) (დ. 30 აგვისტო, 1958, ნიუ-იორკი ― გ. 7 ოქტომბერი, 2006, მოსკოვი), რუსი ჟურნალისტი, რომელიც ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომის და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებით და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

[რედაქტირება] ადრეული და პირადი ცხოვრება

ანა მაზეპა დაიბადა ნიუ-იორკში 1958 წელს, სადაც მისი მშობლები დიპლომატებად მუშაობდნენ. იგი სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტზე, რომელიც 1980 წელს დაამთავრა. დაქორწინდა ალექსანდრე პოლიტკოვსკზე, რომელიც 5 წლით იყო უფროსი და იმავე ფაკულტეტზე სწავლობდა. შეეძინათ ორი შვილი ილია და ვერა. წყვილი ერთმანეთს დაცილდა, მაგრამ ოფიციალურად არ გაყრილან. 1990 წელს პოლიტკოვსკაიამ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.

[რედაქტირება] კარიერა

ანა პოლიტკოვსკაიას საფლავი მოსკოვში

1982-1993 წლებში მუშაობდა გაზეთებში იზვესტია (Известия) და საჰაერო ტრანსპორტი (Воздушный транспорт). გამომცემლობა პარიტეტში (Паритет) და ხელოვანთა გაერთიანებაში ЭСКАРТ. 1994-1999 წლებში მუშაობდა ობშაია გაზეტაში შემდეგ ნოვი გაზეტაში. 2000 წლის იანვარში პოლიტკოვსკაია მიემგზავრება ჩეჩნეთში რეპორტაჟების გასაკეთებლად. ანიჭებენ პრემიებს Золотое перо России, Добрый поступок — доброе сердце და Золотой гонг-2000.

ავტორია წიგნების: მოგზაურობა ჯოჯოხეთში, ჩეჩნეთის დღიური (Путешествие в ад. Чеченский дневник), მეორე ჩეჩნური(Вторая чеченская), ასევე პუტინის რუსეთი (Putin’s Russia), რომელიც გამოიცა დიდ ბრიტანეთში.

[რედაქტირება] მკვლელობა

პოლიტკოვსკაია გარდაცვლილი იპოვეს ლივტში, მოსკოვის ცენტრში, 2006 წლის 7 ოქტომბერს. ცხედართან ერთად პოლიციამ აღმოაჩინა მაკაროვის ტიპის იარაღი, პირველი ვერსიით პოლიტკოვსკაია დაკვეთით მოკლეს.

[რედაქტირება] ჯილდოები

  • 2000 პრემია Золотое перо России (რუსეთის ოქროს კალამი)
  • 2000 დიპლომი Золотой гонг-2000 (ოქროს გონგი 2000)
  • 2001 პრემია Добрый поступок — доброе сердце (კეთილი საქციელი — კეთილი გული)
  • 2001 პრემია Эмнести Интернэшнл
  • 2002 პრემია За журналистику как поступок (ჟურნალისტიკისთვის როგორც საქციელი), За мужество в журналистике (ჟურნალისტური მამაცობისთვის)
  • 2003 პრემია За журналистику и демократию (ჟურნალისტიკის და დემოკრატიისთვის), Lettre Ulysses Award (ლეტრე ულისეს ჯილდო)
  • 2004 პრემია Улофа Пальме
  • 2005 პრემია Свободы и будущего прессы (პრესისი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის)

გარდაცვალების შემდეგ:

  • 2006 პრემია Зарубежным пресс-клубом Америки (ამერიკის პრეს კლუბი), მედალი Спешите делать добро (იჩქარეთ აკეთოთ სიკეთე) პრემია Международная литературная премия имени Тициано Терцани (ტიციან ტერცანის სახელობის საერთაშორისო პრემია)

ЮНЕСКО (იუნესკო), Премия имени антифашистов Ганса и Софи Шолль (ანტიფასისტების განსა და სოფი შოლის სახელობის პრემია).

  • ასევე დაწესდა ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია

[რედაქტირება] ლიტერატურა


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე