ანა პეტროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანა იაკობის ასული პეტროვა (ქალიშვილობაში ვორობიოვა) (დ. 14 თებერვალი [ძვ. სტ. 2 თებერვალი] , 1817, პეტერბურგი — გ. 26 აპრილი[ძვ. სტ. 13 აპრილი] , 1901, იქვე) — რუსი მომღერალი (კონტრალტო). სწავლობდა პეტერბურგის თეატრის სასწავლებელში, ჯერ ბალეტის, შემდეგ კი სიმღერის კლასში. მეცადინეობდა მიხეილ გლინკასთანაც. 1832 მღეროდა გუნდში. 1835-1847 წლებში პეტერბურგის ოპერის თეატრის სოლისტიმ ვანიასა და რატმირის (გლინკას „ივან სუსანინი“, 1836 და „რუსლან და ლიუდმილა“, 1842) პარტიების პირველი შემსრულებელი (გლინკამ 1837 მისთვის დაწერა ვანიას სცენა „მონასტერთან“). მეუღლესთან, ო. პეტროვთან, ერთად ხელი შეუწყო რეალიზმის დამკვიდრებას რუსული საოპერო სცენაზე. დაწერა მოგონებები გლინკაზე („რუსსკაია სტარინა“, 1880, ტ. 27)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]