ანა ნიკოლ სმითი
| ანა ნიკოლ სმითი Anna Nicole Smith |
|
| დაბადების სახელი | ვიკი ლინ ჰოგანი |
| დაბადების ადგილი | ჰიუსტონი, აშშ |
| დაიბადა | 28 ნოემბერი 1967 |
| გარდაიცვალა | 8 თებერვალი 2007 ჰოლივუდი, აშშ |
| საქმიანობა | მოდელი მსახიობი ტელეწამყვანი |
| შემოქმედების წლები | 1991–2007 |
| მეუღლე(ები) | ბილი სმითი (1985—1993) ჰოვარდ მარშალი (1994—1995) |
| ოფიციალური ვებგვერდი | http://www.annanicole.com |
ანა ნიკოლ სმითი (ინგლ. Anna Nicole Smith; დ. 28 ნოემბერი 1967, ჰიუსტონი, აშშ — გ. 8 თებერვალი 2007, ჰოლივუდი, აშშ) — ამერიკელი სუპერმოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი. ანა ნიკოლ სმითმა თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა როგორც Playboy-ს გოგონამ.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ვიკი ლინ ჰოგანი დაიბადა 1967 წლის 28 ნოემბერს, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში,[1] დონალდ იუჯინ ჰოგანისა და ვირჯი ტაბერსის ოჯახში.[1] მომავალი ვარსკვლავის მშობლები ბაშვის დაბადებიდან მალევე გაშორდნენ ერთმანეთს. ნიკოლ სმითი აღზარდეს დედამ და დეიდამ. კარიერა დაიწყო 20 წლის ასაკში როგორც მოდელმა. 1993 წელს იგი ხდება ჟურნალ პლეიბოის გოგონა. ანა ნიკოლს სმითი სამჯერ იყო დაქორწინებული. ყავდა ორი შვილი.[2] ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა ბაჰამის კუნძულებზე.
ნიკოლ სმითის პირველი მეუღლე იყო ბილი სმითი, რომელთანაც ქორწინებაში იმყოფებოდა 1985—1993 წლებში. წყვილმა ერთმანეთი გაიცნო რესტორანში, სადაც ბილი მზარეულად მუშაობდა. დაქორწინდნენ 1985 წლის 4 აპრილს. წყვილს შვილი შეეძინა. 1994 წელს ანა ნიკოლ სმითი დაქორწინდა ჯეიმზ ჰოვარდ მარშალზე, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ნიკოლ სმითის მესამე მეუღლე იყო პროფესიით ადვოკატი ჰოვარდ სტერნი. დაქორწინდნენ 2006 წლის 26 სექტემბერს. ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ ნიკოლ სმითი გარდაიცვალა.
გარდაცვალება [რედაქტირება]
ანა ნიკოლ სმითი გარდაიცვალა 2007 წლის 8 თებერვალს. ღამით ფლორიდის ერთ-ერთ სასტუმროში იგი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ნიკოლ სმითის თაცვის მუშაკმა ცნობილ მოდელსა და მსახიობს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, თუმცა უშედეგოდ. ნიკოლ სმითი იმთავითვე საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ უგონო მდგომარეობაში გარდაიცვალა.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1994 | შიშველი პისტოლეტი 33 1/3 | ტანია პიტერსი | |
| 1994 | ჰადსაკერის ხელქვეითი | ზა-ზა | |
| 1995 | ზღვრამდე | კოლეტ დიუბუა | |
| 1995/98 | შიშველი სიმართლე | ასახიერებს თავის თავს | |
| 1995/09 | შეშლილი ტელევიზია | ანა ნიკოლ სმითი | |
| 1996 | ცათამბჯენი | კერი უისკი | |
| 1997/2000 | ვერონიკას კაბინეტი | დონა | |
| 1997/2002 | ელი მაკბილი | მაირა ჯეიკობსი | |
| 1998 | ანა ნიკოლ სმითი:დაუცველი | ასახიერებს თავის თავს | |
| 2003 | ვასაბი ტუნა | ასახიერებს თავის თავს | |
| 2005 | იყავი ძლიერი | ასახიერებს თავის თავს | |
| 2007 | არალეგალი უცხოპლანეტელები | ლუსი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ანა ნიკოლ სმითი – ოფიციალური ვებ-გვერდი
- ანა ნიკოლ სმითი პლეიბოის ვებ-გვერდზე
- ანა ნიკოლ სმითი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- ანა ნიკოლ სმითი საიტზე people.com
- ანა ნიკოლ სმითი - Find A Grave
- ანა ნიკოლ სმითი
- ანა ნიკოლ სმითის შესახებ
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Ancestry.com. Texas Birth Index, 1903–1997 [database on-line]. Provo, UT, USA: The Generations Network, Inc., 2005.
- ↑ Anna Nicole Smith — Biography