ანა კურნიკოვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანა კურნიკოვა

ანა სერგეის ასული კურნიკოვა (დ. 7 ივნისი, 1981) — ყოფილი რუსი ჩოგბურთელი და ფოტომოდელი, ამჟამად აშშ–ის მოქალაქე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ანა სპორტულ ოჯახში დაიბადა, დედამისი ალა ჩოგბურთის მწვრთნელი იყო. 5 წლის ასაკიდან ანა სერიოზულად იყო დაკავებული ჩოგბურთით [საჭიროებს წყაროს მითითებას].

1998 წელს ანა კურნიკოვამ საპრიზო ფულის სახით 526 ათასი 633 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ხოლო თავისი სამწლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში კი 917 ათას 437 დოლარი [საჭიროებს წყაროს მითითებას]. მას არასდროს გაუმარჯვია ტურნირ სერიაWTA Tour–ში, მაგრამ Lipton Championship–ზე კი მსოფლიოს კლასიფიკაციაში 25–ე ადგილზე გასულმა, მან ზედიზედ მოუგო ოთხი მატჩი პირველი ათეულის მოთამაშეებს (სელეშს, მარტინესი, დევენპორტი, სანჩეს–ვიკარიო)და გავიდა ფინალში, სადაც წააგო ვენუს ვილიამსთან[საჭიროებს წყაროს მითითებას]. 1998 წელს ივნისის ბოლოს მოიგო ერთი WTA ტურნირი წყვილთა თანრიგში მონიკა სელეშთან ერთად [საჭიროებს წყაროს მითითებას]. ანამ მიაღწია თავის ჯერჯერობით ყველაზე მაღალ რეიტინგს და იმ მომენტისათვის ის გახდა მსოფლიოში მეათე ჩოგბურთელი[საჭიროებს წყაროს მითითებას].

2010 წლის სექტემბერში ანა კურნიკოვამ აშშ–ის მოქალაქეობა მიიღო. როგორც მან ჟურნალ Maxim–თან ინტერვიუში განაცხადა, ის ყოველთვის გრძნობდა თავს სანახევროდ რუსად და სანახევროდ ამერიკელად და მისთვის მნიშვნელოვანი არ იყო ჰქონდა პასპორტი თუ არა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან დაიწყო მუშაობა იმ ორგანიზაციებთან, რომელიბიც საზღვარგარეთ მყოფ ამერიკელ ჯარისკაცების ეხმარებიან, გადაწყვიტა, მისი "შემდეგი პირადი ნაბიჯია".[1]

სქოლიო[რედაქტირება]