ანანის გეგმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არშემდგარი კვიპროსის გაერთიანებული რესპუბლიკის დროშა

კოფი ანანის გეგმაგაეროს ინიციატივა კვიპროსის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ. ინიციატივის მიხედვით უნდა ჩამოყალიბებულიყო ახალი სახელმწიფო სახელწოდებით კვიპროსის გაერთიანებული რესპუბლიკა. გეგმას სახელი ეწოდა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის პატივსაცემად, რომელმაც დიდიე ფირტერთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა გეგმის შემუშავებაში.

პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვიპროსზე შეიქმნას ერთიანი სახელმწიფო კვიპროსის გაერთიანებული რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაშიც შევა ორი ავტონომიური, ბერძნული და თურქული ნაწილი. შედეგად გაერთიანდება მთელი კუნძული (ბრიტანეთის სამხედრო ბაზის ჩათვლით).
  • შეიქმნება 6 კაცისაგან შემდგარი პრეზიდიუმი, რომლებიც რიგრიგობით დაიკავებენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი უნდა შეიცვალოს ყოველ 10 თვეში ერთხელ. პრეზიდიუმში უნდა ყოფილიყო 4 ბერძენი და 2 თურქი.
  • კუნძულის თურქული ნაწილის ტერიტორია უნდა შემცირდეს 28,5 %-მდე (ამჟამად ჩრდილოეთ კვიპროს 37 % უკავია), ასევე 85 000 ბერძენი ლტოლვილი უნდა დაბრუნდეს თავისი განსახლების ადგილზე.

რეფერენდუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის 24 აპრილს კიპროსზე გაიმართა რეფერენდუმი კუნძულის გაერთიანების შესახებ. კვიპროსელი ბერძნების 75 %-მა და კვიპროსელი თურქების 35 %-მა ანანის გეგმას მხარი არ დაუჭირა.

კვიპროსელმა ბერძნებმა თავიანთი უარი იმით დაასაბუთეს, რომ გეგმა არ შეიცავდა ვალდებულებას თურქების მიერ კვიპროსიდან ჯარის გაყვანის შესახებ, გარდა ამისა გაურკვეველი იყო იმ თურქი გადმოსახლებულების საკითხი, რომლებმაც ბერძენი ლტოლვილების სახლები დაიკავეს. იმისათვის, რომ ბერძენი ლტოლვილები დაებრუნებინათ ჩრდილოეთ კვიპროსში, საჭირო იყო 100 ათასი თურქის გამოსახლება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]