ანალიტიკური ინსტიტუტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანალიტიკური ინსტიტუტი (ინგლ. policy institute ხშირად იწოდება როგორც "think tank") არის ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს და ეხმიანება ისეთ თემებს როგორებიცაა სოციალური პოლიტიკა, პოლიტიკური სტრატეგია, ეკონომიკა, სამხედრო საქმე, ტექნოლოგია და კულტურა. როგორც წესი, ანალიტიკური ინსტიტუტი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში (მაგ. ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა) გათავისუფლებულია გადასახადებისგან.