ანალიზური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენათმეცნიერება
თეორიული ენათმეცნიერება
მორფოლოგია
სემასიოლოგია
ენათმეცნიერული ტიპოლოგია
გამოყენებითი და ექსერიმენტალური ენათმეცნიერება
ინტერნეტ ენათმეცნიერება
ფსიქოლინგვისტიკა
დაკავშირებული სტატიები
ენათმეცნიერების სია
ენათმეცნიერების ისტორია გადაუჭრელი პრობლემები ენათმეცნიერებაში
არ შეგეშალოთ იზოლირებად ენებში

ანალიზური ენები — ისეთი ტიპის ენები, რომლებშიც სიტყვათა შორის გრამატიკული მიმართებები გამოიხატება დამხმარე სიტყვების და ნაწილკაკების მეშვეობით, ინტონაციით (ჩინური) ან სიტყვათა თანმიმდევრობით (მაგ. შემასმენლისა და ქვემდებარის ინვერსია კითხვით ფრაზაში) და არა თვით სიტყვათა ფორმაცვალებით (შდრ. სინთეზური ენები)[1][2].

ანალიზურია ინგლისური, ფრანგული, ახალი სპარსული, ჩინური და ვიეტნამური ენები წარმოადგენს. მაგალითად ფრანგულ ენას ბრუნვის აფიქსები არ აქვს, მათი ფუნქციით იხმარება წინდებულები: მიცემითისთვის a (a la table), ნათესაობისთვის de (de la table)[1].

ასევე, ზმნის პირს გადმოსცემს ნაცვალსახზელები და არა პირის ნიშნები: je parle (მე ვლაპარაკობ), il parle (ის ლაპარაკობს). სუბიექტს ობიექტისგან ადგილი განასხვავებს. მაგალითად, Paul aime Jean ნიშნავს პოლს უყვარს ჟანი, ხოლო Jean aime Paul კი — ჟანს უყვარს პოლი. ანალიზური ენებში შეიძლება დადასტურდეს აფიქსებით ნაწარმოები ფორმებიც. მაგალითად, ფრანგულში მრავლობითის მესამე და მეორე პირი ზმნასია გარჩეული: nous parlons (ჩვენ ვლაპარაკობთ), vous parlez (თქვენ ლაპარაკობთ). შეიძლება მოხდეს პირიქითაც, არაანალიზურში შეგვხვდეს ანალიზური წარმოება. ენის ტიპს წყვეტს ის თუ რომელი ტიპის ნიშნები ჭარბობს ენის მთელ სტრუქტურაში[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 423.
  2. Советский энциклопедический словарь 1982; გვ.54