ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Pseudoscaphirhynchus hermanni | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus hermanni) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. იშვიათი სახეობაა, ბინადრობს მდინარე ამუდარიის აუზში. დამახასიათებელია გრძელი და ვიწრო დინგი, პატარა თვალები. ფარეკლებს მოკლებულია. სხეულის სიგრძე აღწევს 27 სმ-მდე. მტკნარი წყლის თევზია. გვხვდება მხოლოდ მდინარეთა კალაპოტებზე. იკვებება მწერების ლარვებითა და თევზის ქვირითით. ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა მეცნიერთათვის ცნობილი გახდა დაახლოებით 100 წლის უკან. გავრცელების არეალია: ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა (ინგლისური)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Лебедев В. Д, Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. М.: Мысль, 1969.