ამუდარიის დიდი ცრუდინგნიჩაბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამუდარიის დიდი ცრუდინგნიჩაბა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Pseudoscaphirhynchus kaufmanni | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
ამუდარიის დიდი ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus kaufmanni) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. ბინადრობს მდინარე ამუდარიის წყლებში პიანჯამდე. მტკნარი წყლის თევზებია. ზღვაში არ შედის, თუმცა ცალკეული ეგზემპლარები გვხვდება მდინარე ამუდარიის მარილიან დელტაში და შესართავისპირა რაიონებში. გავრცელების არეალია: ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. სქესობრივად მწიფდება 6-8 წლის ასაკში. ტოფობს აპრილში. სხეულზე ბასრი ფარეკლების 2 მწკვრივია. დამახასიათებელია დიდი პირი და პატარა თვალები. სიგრძე 60 სმ, წონა 1 კგ-მდე. ყრის 1000-1900 ქვირითს, რომელთა დიამეტრია 1,9-2,4 მმ. ყველაზე მსხვილი ეგპემპლარები ყრიან 37 ათასადმე ქვირითს. იკვებება მწერების ლარვებითა და ქვირითით. ძვირფასი თევზია. მცირერიცხოვნების გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ამუდარიის დიდი ცრუდინგნიჩაბა (ინგლისური)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Лебедев В. Д, Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. М.: Мысль, 1969.