ამსტერდამ-რაინის არხი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამსტერდამ-რაინის არხი

ამსტერდამ-რაინის არხი (ნიდერლ. Amsterdam-Rijnkanaal) — არხი ნიდერლანდში, რომელიც ქალაქ ამსტერდამს აკავშირებს მთავარი სანაოსნო გზით მდინარე რაინთან. წარმოადგენს მნიშვნელოვან სანაოსნო არტერიას ამსტერდამის პორტსა და გერმანიის რურის რეგიონს შორის. არხი აგრეთვე გამოიყენება წყალმომარაგებისათვის. ამსტერდამის პორტიდან ბრეკელენამდე მიემართება სამხრეთისაკენ, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებას ღებულობს და გაივლის ქალაქ უტრეხტს, რის შემდეგაც, უერთდება მერვედეს არხს; კვეთს მდინარეებს ლეკსა და ლინგეს და უახლოვდება მდინარე ვაალს. არხის სიგანეა 100-120 მ, სიღრმე 6 მ.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში