ამსტერდამ-ნორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
ამსტერდამ-ნორდი
Amsterdam-Noord

ამსტერდამ-ნორდი
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
დაქვემდებარება რაიონი
რეგიონი ჩრდილოეთი ჰოლანდია
კოორდინატები 52°23′28″ ჩ. გ. 4°55′05″ ა. გ. / 52.391111° ჩ. გ. 4.918306° ა. გ. / 52.391111; 4.918306
ფართობი 49.01 კმ²
მოსახლეობა 88.196 კაცი
ოფიციალური საიტი http://www.noord.amsterdam.nl/
ამსტერდამ-ნორდი — ნიდერლანდები
ამსტერდამ-ნორდი

ამსტერდამ-ნორდი (ნიდერლ. Amsterdam-Noord) — ქალაქ ამსტერდამის ჩრდილოეთ რაიონი (borough). რაიონს ესაზღვრება ტბა IJ, რომლის ნაწილი მას ამსტერდამ-სენტრუმიდან გამოყოფს. რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება მუნიციპალიტეტები - Zaanstad (ქალაქი Zaandam), Oostzaan, Landsmeer და Waterland.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამსტერდამ-ნორდი ამსტერდამის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებული არის მხოლოდ ერთი საავტომობილო ხიდი Schellingwouderbrug-ით, და სამი საავტომობილო გვირაბით: Coentunnel (დასავლეთი), IJtunnel (ცენტრი) და Zeeburgertunnel (აღმოსავლეთით). გარდა ამისა, ფეხით მოსიარულეთათვის და ველოსიპედებისთვის არსებობს 5 სამგზავრო ბორანი. ასევე, არსებობს ავტობუსის ხაზები, რომელიც ამსტერდამ-ნორდს აკავშირებს ამსტერდამ-ცენტრუმთან და ამსტერდამის სხვა ნაწილებთან. ასევე Purmerend-თან, Volendam-თან და Zaandam-თან.

იმის გამო, რომ რაიონი ფიზიკურად გამოყოფილია დანარჩენი ამსტერდამიდან, რაიონს არ ემსახურება ტრამვაი, მაგრამ 2018 წელს დაგეგმილია ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი მეტროს ხაზის გაყვანა.[1]

ამსტერდამ-ნორდის უბნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Banne Buiksloot
  • Buiksloot
  • Buikslotermeer
  • Floradorp
  • Kadoelen
  • Landelijk Noord, სამეურნეო მიწები და სოფლები Durgerdam, Holysloot, 't Nopeind, Ransdorp, Schellingwoude და Zunderdorp
  • Molenwijk
  • Nieuwendam
  • Nieuwendammerdijk en Buiksloterdijk
  • Oostzanerwerf
  • Overhoeks
  • Tuindorp Nieuwendam
  • Tuindorp Oostzaan

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.ois.amsterdam.nl/pdf/2013_stadsdelen_in_cijfers.pdf ქალაქი ამსტერდამი