ამრ მუსა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამრ მუსა | ||
| არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1 ივნისი 2001 – 1 ივნისი 2011 | ||
| წინამორბედი | აჰმედ ისმათ აბდელ მაგიდი | |
| მემკვიდრე | ნაბილ ალ-არაბი | |
|
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1991 – 2001 | ||
| წინამორბედი | აჰმედ ისმათ აბდელ მაგიდი | |
| მემკვიდრე | აჰმედ მაჰერი | |
|
|
||
| დაბადებული | 3 ოქტომბერი 1936 კაირო ეგვიპტე |
|
| ეროვნება | ეგვიპტელი | |
| რელიგია | ისლამი | |
ამრ მუჰამედ მუსა (არაბ. عمرو محمد موسى; 3 ოქტომბერი 1936, კაირო ეგვიპტე) — ეგვიპტელი დიპლომატი. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი 1991-2001 წწ. არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი 2001-2011 წწ.
1957 წელს კაიროს უნივერსიტეტის დამთავრებისა და იურისტის ხარისხის მოპოვების შემდეგ დაიწყო დიპლომატიური კარიერა. 1958-1978 წწ. მუშაობდა შვეიცარიაში ეგვიპტის საელჩოში და გაეროს ეგვიპტის მისიაში. 1974-1977 წლებში იყო ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი. 1977-1981 და 1983-1990 წწ. ეკავა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა. 1991-2001 წწ. ეგვპტის საგარეო საქმეთა მინისტრია, ხოლო 2001-2011 წწ. სათავეში ედგა არაბული ქვეყნების ლიგას.