ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ამო“ ამ გვერდზე გადმოდის. ირაკლი ჩარკვიანის ალბომის, „ამოს“ შესახებ იხილეთ ამო (ირაკლი ჩარკვიანის ალბომი).
„ამო“, 1952 წელი

„ამო“, ანუ ამოუცნობი მფრინავი ობიექტიტერმინი, რომელიც გამოიყენება ყველა სახის ამოუცნობი საჰაერო მოვლენის მიმართ, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება. ტერმინი პირველად გაჩნდა 1952 წელს იმ ობიექტების ან მოვლენების აღსანიშნავად, რომლებიც ექსპერტებმა ვერაფრით ამოხსნეს. „ამო“-ს შეისწავლის უფოლოგია.

თანამედროვეობაში ტერმინი „ამო“ გამოიყენება კონკრეტულად უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდის სინონიმად, იმის მიუხედავად, თუ რა მოჩანს ცაზე. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი ამჯობინებს, უფრო ფართო მნიშვნელობის ტერმინი გამოიყენოს და მას „ამოუცნობ საჰაერო მოვლენას“ უწოდებს.

ისტორია[რედაქტირება]

ზეცაში აუხსნელ მოვლენებს კაცობრიობის ისტორია დიდი ხანია იცნობს. ზოგჯერ უდავოდ ასტრონომიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, კომეტებთან ან მეტეორებთან, ანდაც დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით ხილულ ხუთ პლანეტასთან, ეს იქნება პლანეტათა შეუღლება, თუ ატმოსფერულ ოპტიკური ფენომენი. ამის მაგალითია ძვ. წ. 467 და ძვ. წ. 240 წლებში ჩინელი ასტრონომების მიერ შემჩნეული ჰალეის კომეტა.

ისტორიას სხვა მაგალითებიც უხვად აქვს, თუმცა უმეტესობა ერთობ პროზაულად არის გადმოცემული, ამიტომ ნაკლებად ანგარიშგასაწევია. მსგავს მოვლენებს ძველი ისტორიკოსები ხსნიდნენ როგორც ზებუნებრივს — ცაზე გამოჩენილ ობიექტებს მიიჩნევდნენ ანგელოზებად ან სხვა რელიგიური ომენებად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]