ამორი ვასილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამორი ვასილი
Amaury Vassili
ამორი
ამორი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 ივნისი, 1989
წარმოშობა რუანი, ზემო ნორმანდია, საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი საოპერო პოპი
საქმიანობა მომღერალი, მუსიკოსი
აქტიური 2009 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Music
საიტი ოფიციალური საიტი

ამორი ვასილი (ფრანგ. Amaury Vassili; დ. 8 ივნისი, 1989, რუანი, ზემო ნორმანდია) — ფრანგი მომღერალი და ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი ტენორი მთელ მსოფლიოში.[1] მისმა სადებიუტო ალბომმა "Vincero" 2009 წელს ორმაგი პლატინის დისკი მიიღო და გამოიცა მსოფლიო მასშტაბით.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ვასილიმ სიმღერა 9 წლის ასაკში დაიწყო და დედის რჩევით რუანის სამუსიკო სკოლაში შევიდა. 14 წლის ასაკში ამორიმ პირველად გაიმარჯვა სიმღერის კონკურსში "ამსტერდამი". 2004 წელს ამორიმ პირველი ადგილი აიღო როგორც ფრანგული სიმღერების საუკეთესო შემსრულებელმა.

ამორი ცნობილი თავისი სადებიუტო ალბომით "Vincero" გახდა ცნობილი, რომელმაც რამდენიმე პლატინის დისკი მიიღო. მისი მეორე ალბომი "Cantero" 2010 წლის ნოემბერში გამოვიდა. ვასილი თავის მუსიკას უწოდებს ლირიკულ პოპს.

2011 წლის მარტში, ჟურნალთან "Gala" ინტერვიუში ამორიმ განაცხადა, რომ უკვე 4 წლია ხვდება გოგონას, რომლის სახელია სტეფანი.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი[რედაქტირება]

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ამორიმ თავისი სიმღერით "Sognu" მიიღო მონაწილეობა.[3] სიმღერა კორსიკულ დიალექტზეა დაწერილი. მომღერალმა კონკურსში მე-11 ადგილი დაიკავა 82 ქულით.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება]

  • Nos Instants de Liberté (დემო) (2006)
  • Vincero (2009)
  • Canterò (2010)

სინგლები[რედაქტირება]

  • Lucente Stella (2009)
  • Mi Fa Morire Cantando (2009)
  • Endless Love (კეტრინ ჯენკინსის მონაწილეობით) (2010)
  • Sognu (2011)

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი ტენორი მთელ მსოფლიოში. France24.com. წაკითხვის თარიღი: 6 February 2011.
  2. Amaury Vassili : "Biography". Amauryvassili.com. წაკითხვის თარიღი: 6 February 2011.
  3. France: Amaury Vassili to the Eurovision Song Contest. ESCToday. წაკითხვის თარიღი: 27 January 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
ჯესი მატადორი
საფრანგეთი ევროვიზიაზე
2011
შემდეგი: