ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა}} |
|
|||||
| დევიზი: (არ აქვს) |
|||||
| სახელმწიფო ენა | აზერბაიჯანული, ქართული, სომხური და რუსული |
||||
| დედაქალაქი | თბილისი | ||||
| დაარსდა | 22 აპრილი, 1918 | ||||
| გაუქმდა | 26 მაისი, 1918 | ||||
| მთავრობა - თავმჯდომარე |
ფედერაციული რესპუბლიკა აკაკი ჩხენკელი |
||||
| მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
აღწერა არ ჩატარებულა | ||||
| ვალუტა | ამიერკავკასიური მანეთი | ||||
| დროის ზონა | დზკ +3 | ||||
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა — კონფედერაციული რესპუბლიკა, რომელმაც 1918 წლის აპრილ–მაისში იარსება; მასში შედიოდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
[რედაქტირება] წინაპირობა და დაარსება
1918 წლის 10 თებერვალს, ოფიციალურად ჯერ კიდევ რუსეთის შემადგენლობაში, ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც რუსეთის დამფუძნებელი კრებისათვის არჩეული ქართველი დეპუტატებისაგან შედგებოდა. სეიმის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. ამიერკავკასიის კომისარიატმა სეიმის მოწვევით ხაზი გაუსვა ამ რეგიონის რუსეთიდან გამოყოფას, თუმცა ოფიციალურად დამოუკიდებლობა არ გამოცხადებულა.
1918 წლის 3 მარტს რუსეთმა გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან დადო ბრესტის ზავი, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების თურქეთისათვის გადაცემას. ზავის პირობები ამიერკავკასიის კომისარიატთან შეთანხმებული არ იყო, რადგან მას არც რუსეთი, არც თურქეთი და გერმანია არ ცნობდნენ. თურქეთი ზავით გადაცემულ ოლქებს ითხოვდა, თუმცა ამიერკავკასიამ ეს მოთხოვნა უარყო და შეეცადა დიპლომატიური გზით მოეგვარებინა შექმნილი ვითარება. 1918 წლის მარტში ქალაქ ტრაპიზონში და იწყო მოლაპარაკება ამიერკავკასიასა და თურქეთს შორის, თუმცა ამ მოლაპარაკებას ამიერკავკასიისათვის დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. თურქეთის არმიამ საომარი მოქმედებები დაიწყო და აპრილისათვის უკვე დაკავებული ჰქონდათ ბათუმი, ოზურგეთი, მესხეთი. თურქული ჯარების შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე მოხერხდა.
1918 წლის 22 აპრილს შექმნილი ვითარების გადასაწყვეტად შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი. შეკრებაზე გადაწყდა, რომ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თურქეთის აგრესიის თავიდან აცილება. ამიტომ, 1918 წლის 22 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს – ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. მთავრობის თავმჩდომარედ და საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა აკაკი ჩხენკელი. სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება თურქეთთან საზავო მოლაპარაკების გაგრძელების თაობაზე.
სტატიის