ამერიკული ოცნება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამერიკული ოცნება (ინგლ. American Dream) — გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს აშშ-ის „საშუალო მოქალაქის“ ცხოვრების იდეალს. პირველად, ამერიკული ოცნების ცნება შეტანილ იქნა ჯეიმზ ადამსის მიერ წიგნში „The Epic of America” 1931 წელს. ამ წიგნში ადამსმა აღწერა ისეთი ქვეყანა, სადაც ყველას აქვს თვითრეალიზების საშუალება, სადაც ყველას შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც უნდა და გამოიტანოს მაქსიმალური სარგებელი ცხოვრებიდან. მან აღწერა ამერიკული ოცნება, როგორც „ოცნება ქვეყანაზე, რომელშიც ცხოვრება იქნება უფრო იოლი და მდიდარი ყველა ადამიანისათვის, მისი შესაძლებლობების ან მიღწევების თანახმად.“

ამერიკული ოცნების ცნება ხშირად დაკავშირებულია იმიგრანტებთან, რომლებიც მიდიან ამერიკაში უკეთესი ცხოვრების დაწყების მიზნით.

ამერიკული ოცნება მჭიდროდაა დაკავშირებული "Self-made person"-ის ცნებასთან. (ადამიანი, რომელიც დაუღალავი შრომით აღწევს წარმატებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • James Adams, „The Epic of America”, 1931

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]