ამერიკული კუდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ამერიკული კუდი (ინგლ. An American Tail) — რეჟისორ დონ ბლათის 1986 წლის ანიმაციური ფილმი. მისი სიუჟეტის მიხედვით, ებრაული წარმოშობის რუსი თაგვები ემიგრაციით მიემგზავრებიან აშშ-ში, სადაც სიმშვიდე ეგულებათ. მაგრამ სასტიკი კატები აქაც ბატონობენ. ფილმის მთავარი გმირია თაგუნია ფაიველ მაუსკევიცი (ფუძე - სიტყვა mouse და გვარის დაბოლოება itz), რომელსაც ერთ-ერთი ოჯახი მგზავრობისას კარგავს.
ფილმის სახელწოდება არის სიტყვების tail (კუდი) და tale (ამბავი) თამაში.