აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი ვარსკვლავები და ზოლები[1]
იანკები[2]
გუნდი „იუ-ეს-ეი“[3]
ასოციაცია აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია კონკაკაფი
მთავარი მწვრთვნელი იურგენ კლინსმანი
კაპიტანი კლინტ დემპსი
ყველაზე მეტი კეპი კობი ჯონსი (164)
ბომბარდირი ლენდონ დონოვანი (57)
ფიფა-ს კოდი USA
ფიფა-ს რეიტინგი 13 +1
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 4[4] (აპრილი 2006)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 36 (ივლისი 2012)
ელო-ს რეიტინგი 13
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
შვედეთის დროშა შვედეთი 2–3 აშშ აშშ-ის დროშა
(სტოკჰოლმი, შვედეთი; 20 აგვისტო, 1916)[5][6]
უდიდესი გამარჯვება
აშშ აშშ-ის დროშა 8–0 ბარბადოსი ბარბადოსის დროშა
(კარსონი, კალიფორნია, აშშ; 15 ივნისი, 2008)
უდიდესი დამარცხება
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 11–0 აშშ აშშ-ის დროშა
(ოსლო, ნორვეგია; 6 აგვისტო, 1948)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 10 (პირველად 1930)
საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი: 1930[7]
კონკაკაფის ოქროს თასი
გამოსვლა 13 (პირველად 1985)
საუკეთესო შედეგი ჩემპიონი: 1991, 2002, 2005, 2007, 2013
ფიფა-ს კონფედერაციის თასი
გამოსვლა 4 (პირველად 1992)
საუკეთესო შედეგი ფინალისტი: 2009

აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკონკაკაფისა და ფიფა-ს წევრი საფეხბურთო ნაკრები. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ბოლო შვიდ საფეხბურთო ჩემპიონატში, ასევე იყო 1994 წლის ჩემპიონატის მასპინძელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს პირველივე ჩემპიონატზე 1930 წელს აშშ-ის ნაკრებმა ნახევარფინალს მიაღწია. ამის შემდეგ მათი საუკეთესო შედეგი დაკავშირებულია ბრიუს არენას სახელთან, რომელმაც 2002 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალში გაიყვანა გუნდი. აშშ-მა პირველივე მატჩი მოიგო ფავორიტად შერაცხულ პორტუგალიის ნაკრებთან 3-2. ამის შემდეგ ფრედ ითამაშა მასპინძელ სამხრეთ კორეასთან და ეს შედეგები საკმარისი აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის, მიუხედავად მესამე მატჩში პოლონეთთან 1-3 წაგებისა. აშშ-მა მერვედფინალში დაამარცხა მექსიკა და მეოთხედფინალში დამარცხდა შემდგომში ფინალისტ გერმანიასთან.

ბრიუს არენას გუნდმა ეს შედეგი ვერ გაიმეორა შემდგომ, 2006 წლის მუნდიალზე. მეტიც, აშშ ჯგუფში ჩარჩა ერთი ქულით და მხოლოდ ორი გატანილი გოლით. ბრიუს არენა მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს.

2010 წლის მუნდიალზე გუნდს გაუძღვა ბობ ბრედლი. აშშ-მა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მერვედფინალში დამარცხდა განის ნაკრებთან 1-2.

2011 წლიდან აშშ-ს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი იურგენ კლინსმანი. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-მა კვლავ მერვედფინალში გასვლა მოახერხა და იქ დამარცხდა ბელგიის ნაკრებთან 1-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უილსონი, პოლ (26 ივნისი, 2010). „აშშ 1–2 განა“. The Guardian. London. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. The Yanks Are Coming USA-HON Commercial დაარქივებული 2013-05-22 საიტზე Wayback Machine. . U.S. Soccer. 12 აგვისტო, 2013.
  3. http://www.nj.com/soccer-news/index.ssf/2010/06/your_comments_on_team_usas_win.html
  4. United States: FIFA/Coca-Cola World Ranking დაარქივებული 2014-07-08 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 19 ოქტომბერი, 2011.
  5. => MATCH: 20.08.1916 შვედეთი 2:3 აშშ. Eu-football.info (20 აგვისტო, 1916). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2011.
  6. USA – Details of International Matches 1885–1969. Rsssf.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-17. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2011.
  7. 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩი მესამე ადგილისთვის ოფიციალურად არ გამართულა, ორივე ნაკრები, აშშ და იუგოსლავია დამარცხდა ნახევარფინალში თუმცა ფიფა-ს ჩანაწერებში მესამე ადგილი აშშ-ს უკავია, მეოთხე იუგოსლავიას. http://www.fifa.com/worldcup/archive/edition=1/index.html დაარქივებული 2018-12-26 საიტზე Wayback Machine.