ამბროლაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ამბროლაური

ამბროლაურის ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
კოორდინატები 42°31′00″ ჩ. გ. 43°10′00″ ა. გ. / 42.51667° ჩ. გ. 43.16667° ა. გ. / 42.51667; 43.16667
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ფართობი 1.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 550
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2500 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 439[1]
საფოსტო ინდექსი 0400[2]
ოფიციალური საიტი http://ambrolauri.ge/
ამბროლაური — საქართველო
ამბროლაური
ამბროლაური — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ამბროლაური

ამბროლაური — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. მოსახლეობა 2,5 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის ღვინის ქარხანა, რაიონული სასამართლო, სპორტული დარბაზი, საავადმყოფო, თეატრი, ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

ისტორია

წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. 1930 წლიდან წამრმოადგენდა ამბროლაურის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. 2014 წლიდან გამოეყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული.[3]

სქოლიო