ამბროზია (გვარი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ამბროზია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ამბროზია.
ამბროზია
Ambrosia dumosa 2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Ambrosia
დაცვის სტატუსი

ამბროზია (Ambrosia) — ერთწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს დატოტვილი ღერო და მორიგეობით ან მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები. მისი 30-მდე სახეობა ველურად იზრდება ამერიკაში. ზოგი შეტანილია ატლანტისა და წყნარი ოკეანეების კუნძულებზე, აგრეთვე ჩრდილოეთ ავსტრალიაში. სამხრეთ აზიაში, ევროპასა და აფრიკაში. ავშაფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia) გვხვდება ხორბლეულისა და სათოხნ კულტურებში; სამნაკვთიანი ამბროზია (Ambrosia trifida) - აფხაზეთში, კახეთში, განსაკუთრებით ლაგოდეხის რაიონში, გერანისა და თამბაქოს პლანტაციებში და მარცვლეულ კულტურებში; მრავალწლოვანი ამბროზია (Ambrosia psilostachya) - კულტურულ მცენარეებს შორის. სამივე სახეობა აბეზარი საკარანტინო სარეველაა, ასარევლიანებს თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას, აშრობს და ფიტავს ნიადაგს, ამცირებს მოსავლიანობას, თავისი მსხვილი და უხეში ღეროებით ხელს უშლის პურეულის აღებას.

ბრძოლის ღონისძიებანი: ნაწვერალის აჩეჩვა, ნიადაგის ღრმად ხვნა, ჰერბიციდების გამოყენება და სხვა. ამბროზიის მტვერი იწვევს დაავადებას, რომელიც ცნობილია თივისმიერი ცხელების სახელით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 352, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე