ამბრის ხე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამბრის ხე
Liquidambar-styraciflua-foliage.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Liquidambar

ამბრის ხე, ლიკვიდამბარი (Liquidambar), ხეების გვარი ჰამამელისისებრთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 50 მ-ს აღწევს, დიამეტრი - 1,5 მ-ს. აქვთ ნეკერჩხლისებრი ფოტლები და უყვავილსაფრო ყვავილები. ცნობილი 4 სახეობიდან ყველა ერთსახლიანი და ფოთოლმცვივანია. ამბრის ხე გვხვდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, მცირე აზიასა და კ. ტაივანზე. იზრდება ტენიან ტყეებში, აგრეთვე მდინარეებისა და ჭაობების მახლობლად. კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ინტროდუცირებულია 3 სახეობა: აღმოსავლური (Liquidambar orientalis), ფორმოზისა (Liquidambar formosana) და ფისოვანი ამბრის ხე (Liquidambar styraciflua). ეს უკანასკნელი სრაფმზარდია, სახეივნო, რეკომენდებულია ქარსაფრებისათვის. იძლევა კარგ საავეჯო მერქანს და სურნელოვან ფისს - ამბარს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მირზაშვილი ვ., ქსე, ტ. 1, გვ. 352, თბ., 1975