ამაოების კოცონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გამოსახულია, ბერნანდინო სიენას მიერ ამაოების კოცონის ორგანიზება

ამაოების კოცონი (იტალ. falò delle vanità) — რელიგიური რეფორმატორის ჯიროლამო სავონაროლას წაქეზებით ფლორენციის მოსახლეობისათვის ჩამორთმეული გარკვეული სახის წიგნების („დეკამერონი“, ოვიდიუსი და სხვ.), მუსიკალური ინსტრუმენტების, სათამაშო ქაღალდისა და კოჭების, ინანთეულის, მდიდრული სამოსისა და სარკეების დაწვა.

ამ თვალსაზრისით ყველაზე მსუყე ცერემონია 1497 წლის 7 თებერვალს ჩატარდა ქალაქის მოედანზე. გადმოცემის თანახმად, მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ თავისი ნებით ჩააყარა კოცონში მითოლოგიურ თემატიკაზე შექმნილი თავისი რამდენიმე საუკეთესო ტილო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]