ამაოების ბაზარი (ფილმი, 2004)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამაოების ბაზარი

ფილმის პოსტერი
რეჟისორი მირა ნაირი
პროდიუსერი ჯენეტ დეი
სცენარის ავტორი უილიამ ტაკერეი (რომანი)
მეტიუ ფაულკი (სცენარი)
მარკ სკიტი (სცენარი)
ჯულიან ფელოუსი
როლებში რიზ უიზერსპუნი
ჯონატან რაის მეიერსი
გაბრიელ ბაირნი
ეილინ ატკინსი
ბობ ჰოსკინსი
რომოლა გარი
ჯიმ ბროუდბენტი
კინოსტუდია Focus Features
გამოსვლის თარიღი 1 სექტემბერი, 2004 (აშშ)
ხანგრძლივობა 135 წუთი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 23,000,000$
საიტი: http://www.vanityfairmovie.com/
IMDb პროფილი

"ამაოების ბაზარი" (ინგლ. Vanity Fair) — 2004 წლის ფილმი, რომანტიკული დრამა, რომელიც გადაღებულია მირა ნაირის მიერ, უილიამ მეიკპის ტაკერეის რომანის „ამაოების ბაზარი“ (1847 - 1848) მიხედვით. თუმცა ამ ეკრანულ ვერსიაში რომანისგან შესამჩნევი ცვლილებებია, მაგალითად - ბედნიერი დასასრული. მთავარ როლს ასრულებს რიზ უიზერსპუნი.

შინაარსი[რედაქტირება]

ბრიტანული იმპერიის ყვავილები, ეგზოტიკური ინდოეთის ფერები, ინგლისური ფანტაზიები. ბეკი შარფი – მხატვრისა და მომღერლის დაობლებული ქალიშვილი ტოვებს საკუთარ სახლს, რათა გოგონების აღმზრდელი გახდეს. ის არის სიმამაცით სავსე, ძლიერ მახვილგონიერი, კარგი გარეგნობის, ფრანგულად თავისუფლად მოსაუბრე და თვალი სოციალურ პროგრესისკენ აქვს. საზოგადოება ცდილობს ყველაფერს, რათა აარიდოს იგი წარმატებას. ეპიზოდური მოთხრობა მიჰყვება მის კვალს 20 წლის განმავლობაში, სადაც არის ქორწინება, ნაპოლეონისმაგვარი ომები, ბავშვი, ერთგულება სკოლის მეგობრის მიმართ, იმ ოჯახის ცვალებადობები, რომლის ქალიშვილებსაც ის ღზრდიდა და ყურადღება მოწყენილი მარკისისაგან, რომელიც მისი მამის ნახატებს აგროვებდა. პატიოსნება აბალანსებს მის გეგმებს, ის არ არის არისტოკრატი და არც ბურჟუა, არამედ უბრალოდ გაბედული, გონიერი და დაუოკებელი.

როლებში[რედაქტირება]

  • რიზ უიზერსპუნი – რებეკა 'ბეკი' შარფ კრავლი
  • ანჟელიკა მენდი – ახალგაზრდა რებეკა 'ბეკი' შარფი
  • რომოლა გარი – ამელია სედლი ოსბორნი
  • ჯეიმზ პურეფოი – კოლონელ როდონ კრავლი
  • ჯონატან რაის მეიერსი – ჯორჯ ჰენრი ოსბორნი
  • რაის იფანსი – მაიორი უილიამ დობინი
  • ეილინ ატკინსი – მის მატილდა კრავლი
  • ჯერალდინ მაკევანი – ლედი საუტდაუნი
  • გაბრიელ ბაირნი – სტეინის მარკისი
  • კელი ჰანტერი – ლედი სტეინი
  • ბობ ჰოსკინსი – სერ პიტ კრავლი
  • დუგლას ჰოჯი – პიტ კრავლი უმცროსი
  • ნატაშა ლიტლი – ლედი ჯეინ შიპშენკს კრავლი
  • ჯიმ ბროუდბენტი – მისტერ ოსბორნი
  • ტონი მაუდსლი – ჯოზეფ 'ჯოს' სედლი
  • ჯონ ფრანკლინ–რობინსი – მისტერ სედლი
  • დებორა ფაინდლეი – მისის მერი სედლი
  • ბარბარა ლი–ჰანტი – ლედი ბერიკრესი
  • ტომ სტარიჯი – ახალგაზრდა ჯორჯი
  • კეტრინ დრისდეილი – როდა შვარტსი
  • ანჟელაკა მეისი – მონიკა შვარტსი
  • რობერტ პეტინსონი – როდი კრავლი

გამოხმაურება[რედაქტირება]

კრიტიკოსებმა სხვა და სხვა ტიპის გამოხმაურებები დაუთმეს ფილმს. Metacritic-მა განაცხადა, რომ ფილმის საშუალო ქულა იყო 100–დან 53, რაც 41 კრიტიკული მიმოხილვიდან გამომდინარეობდა. სტეფენ ჰანტერმა The Washington Post–დან პოზიტიური მიმოხილვა დაუთმო ფილმს, რომელზეც აღნიშნა: "მირა ნაირის მშვენიერი ეკრანული ვერსია 1848 წლის წიგნისა, თავისი ყოველგვარი დიდებით, თვალთახედვითა და გონივრულობით. The Charlotte Observer–ში ლორენს ტოპმენმა აღნიშნა: "ფილმის შემქმნელებმა ბრძნულად დაიცვეს წიგნის მთავარი სტრუქტურა" და რომ "მსახიობთა შემადგენლობა ერთსახოვნად კარგია, მაშინაც კი როცა საქმე ეხება უეცარ ხასიათობრივ ცვლილებებს, რომლებიც გაკეთებულია სცენარისტების მოთხოვნილებით, რათა წინ წავიდნენ." ამასობაში, ლიზა შვარზბაუმმა თავის რივიუში Entertainment Weekly-დან შეაფასა ფილმი, როგორც B- და დაამატა, რომ ეს არის "უსაფრთხო, ტონალური არჩევანი ნებაზე მიშვებული ფხიანი საქმოსნის ამბავისა, რომლის დაცემა ისეთივე ციცაბოა როგორც აღმავლობა."

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]