ალ-ტაბარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბუ ჯაფარ მუჰამად იბნ ჯარირ ატ-ტაბარი ან უბრალოდ ატ-ტაბარი (დ. 839, ამოლი, ტაბარისტანის ოლქი, ახლანდელი ირანი — გ. 923, ტაბარისტანი) — არაბი ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი. ავტორი შრომისა „დესპანებისა და მეფეების ისტორია“, რომელიც ფაქტების სიმრავლითა და გადმოცემის სიზუსტით ახლო აღმოსავლეთის ძველი და შუა საუკუნეების განსაკუთრებით ომაიანთა და აბასიანთა (915 წლამდე) დროის, არაბთა სახალიფოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. ატ-ტაბარი იყენებს როგორც ზეპირ ტრადიციას, ისე ჩვენამდე მოუღწეველ ადრინდელ არაბი ავტორების ნაშრომებს. იგი ავტორია ასევე ყურანის მრავალტომიანი კომენტარებისა. ისტორიისა და თეოლოგიის გარდა ტაბარი წავლობდა არაბულ პოეზიას, ლექსიკოგრაფიას, გრამატიკას, მათემატიკას, მედიცინას. აქვს ცნობები თბილისის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ბუღა თურქის ლაშქრობის დროს (853 წელი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]