ალ-აზჰარის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 970 და 1961[1]
ტიპი უნივერსიტეტი[1] და აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულება
ქვეყანა ეგვიპტე[1]
კავშირები Association of African Universities[2] და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[3]
ალ-აზჰარის უნივერსიტეტი — ეგვიპტე
ალ-აზჰარის უნივერსიტეტი
http://www.azhar.edu.eg

ალ-აზჰარის უნივერსიტეტი (არაბ. الأزهر الشريف; ალ-აზჰარ ალ-შარიფ, „ღირსეული აზჰარი“) — ერთ-ერთი უძველესი წამყვანი ეგვიპტური უნივერსიტეტი კაიროში, განთქმული მსოფლიოში მისი ისლამური კვლევისა და განათლების ცენტრის რეპუტაციით.[4][5] მისი სახელი უკავშირდება ალ-აზჰარის მეჩეთს ძველ კაიროში, რომელსაც თავის მხრივ სახელი ფატიმა აზ-ზაჰრაას, წინასწარმეტყველი მუჰამედის ქალიშვილის (ფატიმიდთა დინასტიის წინაპარი), პატივსაცემად დაერქვა.[6] მეჩეთი ორ წელიწადში აიგო (969-971). მედრესეს თეოლოგიის სკოლა დაფუძნდა 988 წელს, როგორც ისმაილი შიას სკოლა, თუმცა მოგვიანებით სუნიტური გახდა და ამ ორიენტაციას დღემდე ინარჩუნებს. ეს ერთ-ერთი უძველესი მოქმედი უნივერსიტეტთაგანია მსოფლიოში.

ალ-აზჰარი უმრავლესობა სუნიტ მუსლიმთა მიერ ისლამური სწავლების ყველაზე პრესტიჟულ სკოლად ითვლება და ამ სკოლის მეცნიერები მუსლიმანურ სამყაროში ყველაზე მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ. უნივერსიტეტის მიზანია ისლამური კულტურისა და არაბული ენის (ყურანის ენა) პროპაგანდა/პოპულარიზაცია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 https://www.4icu.org/reviews/1239.htm
  2. https://www.aau.org/subs/membership/
  3. https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
  4. Delman, Edward (26 თებერვალი, 2015). „An Anti-ISIS Summit in Mecca“. The Atlantic. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. Aishah Ahmad Sabki (2018). Pedagogy in Islamic Education: The Madrasah Context. Emerald Group Publishing, გვ. 16. 
  6. al-Azhar University // Encyclopædia Britannica