ალხესირასის ალყა (1342-1344)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალხესირასის ალყა — ქალაქ ალხესირასის ალყა, რომელიც გაიმართა ესპანეთის რეკონკისტის პერიოდში. ალფონსო XI-ის ძალებს ალყის დროს მხარს უჭერდნენ არაგონის სამეფო და გენუის რესპუბლიკა. ალყის მიზანი იყო ხელში ჩაეგდოთ ქალაქი ალ-ჯაზირა-ალ-ხადრა, რომელსაც მუსლიმები უწოდებდნენ ალხესირასს. იგი იყო მარინიდების იმპერიის დედაქალაქი და მთავარი პორტი ევროპის ტერიტორიაზე.

ალყა 21 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ქალაქის 30 000-იანი მოსახლეობა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბერბერი ჯარისკაცებისაგან შედგებოდა, ძალიან დაზარალდა ალყის დროს. ქალაქში არ შედიოდა საკვები. გრანადის საამირომ მათ დასახმარებლად ჯარი გააგზავნა, მაგრამ მდინარე პალმონესის ნაპირზე დამარცხდნენ. 1344 წლის 26 მარტს ქალაქი ჩაბარდა და კასტილიის სამეფოს შეუერთდა.

ალხესირასის ალყა იყო ერთ-ერთი პირველი ბრძოლა ევროპაში, სადაც დენთი გამოიყენეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (1988) Andalucia entre Oriente y Occidente (1236–1492) : actas del quinto coloquio internacional de historia medieval de Andalucia (Spanish), გვ. 108. ციტირების თარიღი: 2013-02-21. 
  • Calderón Ortega, José Manuel (2001). „Los almirantes del "siglo de oro" de la Marina castellana medieval“ (PDF). España Medieval (Spanish) (24). ISSN 0214-3038.
  • (1787) Crónica de Alfonso Onceno. Madrid: Francisco Cerdá y Rico Second edition, გვ. 630. 
  • Del Pulgar, Hernando (1780). Crónica de los Señores Reyes Católicos Don Fernando y Doña Isabel de Castilla y de Aragón (Spanish). Imprenta de Benito Monfort. 
  • Gallego Blanco, Enrique (1971). The Rule of the Spanish Military Order of St. James. Brill Archive. GGKEY:J904YWQAEF2. ციტირების თარიღი: 2013-02-21.