ალფრედ ფილიპსონი
| ალფრედ ფილიპსონი | |
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| სამეცნიერო სფერო: | |
ალფრედ ფილიპსონი (გერმ. Alfred Philippson; დ. 1 იანვარი 1864, ბონი — გ. 28 მარტი 1953, იქვე) — გერმანელი გეოგრაფი. ფერდინანდ რიხტჰოფენის მოწაფე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა ქალაქ ბონში. მამამისი იყო რაბინი ლუდვიგ ფილიპსონი. განათლება მიიღო ბონისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. იყო ბერნის (1904-1906), ჰალეს (1906-1911), ბონის (1911-1929) უნივერსიტეტების პროფესორი.
1892 ბონში პრივატი გახდა, შვიდი წლის შემდეგ დაინიშნა დოცენტად, 1904 წელს ბერნში დაინიშნა გეოგრაფიის პროფესორად. იმოგზაურა იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთსა და მცირე აზიაში, შედეგად გამოაქვეყნა :
- Studien über Wasserscheiden, Berlin, 1886;
- Der Peloponnes, ib. 1892; Europa (with Neumann), Leipzig, 1894;
- Thessalien und Epirus, Berlin, 1897;
- Beiträge zur Kenntnis der Griechischen Inselwelt, Gotha, 1901;
- Das Mittelmeergebiet, Leipzig, 1904.
- He also published essays in the technical journals, such as Das fernste Italien. Geographische
- Reiseskizzen und Studien, Leipzig, 1925, and Apulien, Netherlands, 1937.
აქვს გამოკვლევები ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიაში, კერძოდ ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის ფიზიკურ გეოგრაფიასა და გეომორფოლოგიაში. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს გეოლოგიაშიც.
მეორე მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა გერმანელ ფაშისტთა მიერ მოწყობილ ბანაკში, სადაც საკუთარი გამოკვლევების შედეგად დაწერა მემუარები.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ალფრედ ფილიპსონი (ინგლისური)
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 306, თბ., 1986 წელი.