ალფრედ არტიურ ბრუნელ დე ნევილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალფრედ არტიურ ბრუნელ დე ნევილი (ფრანგ. Alfred Arthur Brunel de Neuville), დაიბადა პარიზში, 1852 წელს. პირველი გამოფენა მოაწყო 1879 წელს პარიზში. მისი ფერწერისათვის დამახასიათებელია ნატურმორტები და ცხოველების გამოსახულებანი. 1907 წლიდან შეუერთდა საფრანგეთის მხატვრების საზოგადოებას. გარდაიცვალა 1941 წელს, დაკრძალულია მონმარტრის სასაფლაოზე, პაზირში. მისი ნამუშევრები ინახება ლუვრში, ბეზიერის მუზეუმში, ბრესტის და შატო-თიერის მუზეუმებში.