ალფრედო ტრომბეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალფრედო ტრომბეტი (Alfredo Trombetti; 1886, ბოლონია - 1929, ლიდო დი ვენეცია) - იტალიელი აკადემიკოსი, სემიტური ფილოლოგიისა და გლოტოლოგიის პროფესორი.

დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტი 1891 წელს და 1904 წელს ლინჩეის აკადემიის სამეფო პრემიის გამარჯვებული ხდება. 1904 წელსვე ბოლონიის უნივერსიტეტში ასწავლის სემიტურ ფილოლოგიას და 1912 წელს კი ენის მეცნიერებას.

ტრომბეტი იყო პირველი სწავლული, ვინც 1923 წელს თანამედროვეობის დენეკავკასიური კვლევების საფუძველზე პარალელები გაავლო ბასკურ ენასა და როგორც კავკასიურ, ასევე სინოტიბეტურ ენებთან.

განსაკუთრებით ცნობილია მისი მონოგენეტიკური ენების თეორიით, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ყველა ენა უნდა წარმომდგარიყო უძველეს დროში მოსაუბრე ერთადერთი ენისაგან. ნაწყვეტი მისი "ენის წარმომავლობის ერთიანობიდან":

"უპირველეს ყოვლისა, ადამიანისა და შესაბამისად, ენის უძველესი წარსული არ შეიძლება იყოს უზომოდ დიდი, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ... ამჟამად, გათვალისწინებულია რა ენობრივი დიფერენციაციულობის პრინციპი, რომლის ძირებიც საშუალოდ იწყება გარკვეულ დროში, ვფიქრობ, რომ შემიძლია ძირითადად განვსაზღვრო ეს ციფრი 30 000 წლით და მაქსიმუმ, 50 000 წლით... შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ენობრივი მონოგენეზისი საკმაოდ ძლიერი არგუმენტია ადამიანური მონოგენეზისის სასარგებლოდ". (19-20 გვ.)

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ენის წარმომავლობის ერთიანობა" (L'unità d'origine del linguaggio), ბოლონია, 1905.
  • "უძველესი სამყაროს ენათაშორისი გენეალოგიური კავშირები" (Nessi Genealogici tra le lingue del mondo antico), 1902. (ლინჩეის აკადემიის სამეფო ჯილდო ფილოლოგიასა და ენათმეცნიერებაში)
  • "გლოტოლოგიის ელემენტები" (Elementi della Glottologia), 1923.
  • "ბასკური ენის ძირები" (Le origini della lingua Basca), ბოლონია, 1925.
  • "კავკასიური ენის კავშირები ქამიტოსემიტურ და სხვა ენობრივ ჯგუფებთს შორის" (Delle relazioni delle lingue caucasiche con le lingue camisemitiche e con altri gruppi linguistici).
  • "ეტრუსკული ენის ნათესაობის საკითხისათვის" (Sulla parentela della lingua etrusca).
  • "ეტრუსკული ენა" (La lingua etrusca).
  • "ესსე ძველანტიკური მედიტერანული ონომასტიკის შესახებ" (Saggio di antica onomastica mediterranea).