ალფონსო I (ასტურია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფონსო I-ს ქანდაკება მადრიდში

ალფონსო I კათოლიკე (ესპ. Alfonso I el Católico) — ასტურიის მეფე 739-757 წლებში.

ალფონსო ღვთისმიერი და გულადი ადამიანი იყო. როდესაც იგი მეფე გახდა, მან გააფართოვა თავისი სამლობელოები: ასტურიას შეუერთა მთელი ძღვისპირეთი ბასკების მიწამდე, გადაკვეთა მთები და სამხრეთით ქალაქი ლუგო აიღო. შემდეგ ვაჟთან ფრუელასთან ერთად დაიპყრო მიწები მინიოსა და დუეროს შორის. სწრაფი თავდასხმებით ალფონსო ანადგურებდა მუსულმანებს და აოხრებდა მათ მიწებს, ქრისტიანები ჩრდილოეთით გადაყავდა და ასახლებდა დაპყრობილ ქალაქებში, ძალაუფლების გასამტკიცებლად. თავისი დაუღალავი ქმედებებით, რაც ქალაქების დაარსებასა და ეკლესიების მშენებლობაში გამოიხატა, მან ხალხის და სამღვდელოების სიყვარული დაიმსახურა.