ალუბლის ბუზი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალუბლის ბუზი
Rhagoletis cerasi01.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
(Rhagoletis cerasi
დაცვის სტატუსი

ალუბლის ბუზი (Rhagoletis cerasi), მწერი ჭრელურების ოჯახისა. მბზინავი ყავისფერი ბუზი (თითქმის შავი), სიგრძით 3-6 მმ. გამჭვირვალე ფრთებზე გარდიგარდმო 4 მუქი ზოლი აქვს. მატლი უფეხოა, მოყვითალო-თეთრი, სიგრძე - 6 მმ-მდე. ალუბლის ბუზი ნაყოფის რბილობში დებს თითო კვერცხს (სულ 150-მდე). ჭუპრი ნიადაგში იზამთრებს. წელიწადში იძლევა ერთ (ზოგჯერ ორ) თაობას. მატლი იკვებება ალუბლის, ბლის, გარგარისა და სხვა ნაყოფით. ალუბლის ბუზი გავრცელებულია ევროპაში. საქართველოში ალუბლისა და ბლის კულტურების საშიში მავნებელია, განსაკუთრებით აზიანებს საგვიანო ჯიშებს (30-100%-ით).

ბრძოლის ღონისძიებანი: მწკრივთშორისებში ნიადაგის საშემოდგომო ხვნა და ხის შემობარვა. მოსავლის აღება შემჭიდროებულ ვადებში და ნაყოფის საგულდაგულო კრეფა. ხის დროული დამუშავება ინსექტიციდებით (ვიდრე ბუზი კვერცხს დადებდეს).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 337, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე