ალოფი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალოფი
მშობ. სახელი: ფრანგ. Alofi

ალოფისა და ფუტუნას კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 14°21′ ს. გ. 178°02′ დ. გ. / 14.350° ს. გ. 178.033° დ. გ. / -14.350; -178.033
ფართობი 32 კმ²
უმაღლესი წერტილი 417 მ
უოლისი და ფუტუნის დროშა უოლისი და ფუტუნა
ოლქი ალო
დემოგრაფია
მოსახლეობა 1 (2013)
სიმჭიდროვე 0,031 ად. /კმ²

ალოფი (ფრანგ. Alofi) — კუნძული წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის უოლისის და ფუტუნას ნაწილი. ადმინისტრაციულად შედის ალოს ოლქში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალოფის კუნძული მდებარეობს კუნძულ ფუტუნადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში. კუნძულის ფართობი შეადგენს 32 კმ²-ს. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — კოლოფაუს მთა, ანუ ბუგენვილი (417 მეტრი).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს კუნძულის მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა სულ 1 ადამიანს[1], მაგრამ კოლონიამდელ დროს ალოფის კუნძული მჭიდროდ იყო დასახლებული, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა იყო დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანი. კუნძულის ერთადერთი დასახლებული პუნქტია — სოფელი ალოფიტაი, რომელიც მდებარეობს კუნძულის დასავლეთ ნაწილში. ადრე არსებობდნენ სოფლები: სოლოგა, საავაკა, მუა. ფუტუნას კუნძულის ბევრ მოსახლეს აქვს მცირე საბაღე ნაკვეთები ალოფის კუნძულზე (ძირითადად მოჰყავთ თამბაქო).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]