ალოტროპია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალოტროპია (ბერძ. allos სხვა და tropos მობრუნება) ეწოდება ელემენტის თვისებას არსებობდეს ბუნებაში რამდენიმე მარტივი ნივთიერების სახით. ხოლო ამ მარტივ ნივთიერებებს ჰქვია ალოტროპიული სახესხვაობები, ამგვარად, ალოტროპიული სახესხვაობები ეწოდება მარტივ ნივთიერებებს, რომლებიც წარმოქმნილია ერთი და იგივე ელემენტისაგან.

ალოტროპიას განაპირობებს ატომების განსხვავებული რიცხვი მოლეკულაში( ამის მაგალითია ჟანგბადი O2 და ოზონი O3) ან განსხვავებული კრისტალური ფორმა (ალმასი და გრაფიტი).