ალონსო კანო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ალონსო კანო (ესპ. Alonzo Cano; დ. 19 მარტი, 1601, გრანადა, ესპანეთი - გ. 3 სექტემბერი 1667, იქვე) – ესპანელი მოქანდაკე და ფერმწერი, ბაროკოს წარმომადგენელი. 1616 წლიდან სწავლობდა სევილიაში, 1637 წლამდე იქვე მუშაობდა. კანოს პოლიქრომული პლასტიკა (წმინდანთა სტატუები და ბიუსტები გრანადის ტაძრისათვის, 1658-1660 წწ.) მონუმენტურია, გამოირჩევა ექსპრესიულობით, ნაკლებ თვითმყოფია მისი ფერწერა, რომლისთვისაც დამახასიათებელია იდეალიზაცია, გარეგნული სილამაზე და იტალიური ხელოვნების გავლენა. 1703 წელს კანოს პროექტით (არქიტექტორი. ხ. გრანადოსი) აიგო გრანადის ტაძრის დასავლეთი ფასადი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 369, თბ., 1980 წელი.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: